სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დენი გაითიშება(R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისს 10:00-დან 15:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში გოგებაშვილის, ყაზბეგის, წმ. მარინეს ტაძრის მიმდებარედ და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში აგარა, ფერსა, საყუნეთი, გიორგიწმინდა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში დიდველის, წაქაძის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სათხა, დიდი და პატარა არაქალი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.