სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, რველი, კორტანეთი, ზანავი, ვარდგინეთი, ბეშეთი, ქვაბისხევი.

11:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ბარალეთი, კოთელია, ბალხო.

12:00-დან 15:30 საათამდე - აბონენტებს დაბა ადიგენში, სოფლებში უდე, არალი, ვარხანი, ბოლაჯური, აბასთუმანი, ლელოვანი, ქვემო ენთელი, დიდი სმადა, წახანი, ჩორჩანი, ხევაშენი, მლაშე, გომარო, უნწა, ყარათუბანი, ზარზმა, ბენარა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |