სიახლეები
ბაკურიანში ელექტროენერგია გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში წაქაძის, კოხტის ძირის, დიდი მიტარბის, მზიური ველის, დიდველის, ყოფილი ბურევესტნიკის და მიმდებარე ტერიტორიებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |