სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგია გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ნოემბერს 11:00-დან 11:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში აღმაშენებლის, თრიალეთის, ცხრაწყაროს, 25-იანების, 9 აპრილის, ცეკავშირის, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, ბეშეთი, ქვაბისხევი, ზანავი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |