სიახლეები
ბორჯომში დენი გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 15:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს ქ. ბორჯომში თორის, ერეკლეს, პლატოს, გურამიშვილის, 9 აპრილის, გამსახურდიას, კოსტავას, ჭავჭავაძის, ორბელიანის, შრომის, დუმბაძის, ჯორჯაძის, გორკის, ინგოროყვას, მანჯგალაძის, აკაკის, სადგერის, დიმიტროვის ქუჩებზე.

13:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ქ. ბორჯომში რუსთაველის, გამარჯვების, ინაურის, პეტრიწის, ბესიკის, ღელის აღმართის, ანდრია პირველწოდებულის, მირზა გელოვანის, იოანე პეტრიწის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ჭყონდიდლის, აღმაშენებლის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |