სიახლეები
"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ოქტომბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში დიდველის, თრიალეთის, ცხრაწყაროს, წაქაძის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟდანოვი, გორელოვკა, ორლოვკა, სპასოვკა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარტიკამი, კულიკამი, ხულგუმო, თახჩა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაოხრები, წინუბანი, ჯულღა, ვალე და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |