სიახლეები
"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ურაველი, მუსხი, ჭაჭარაქი, მინაძე, ხეოთი, წყორძა, ანდრიაწმინდა, ახალშენი.

14:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს აბასთუმანში რუსთაველის, ასათიანის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

15:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ბაკურიანში თავისუფლების, 9 აპრილის, თამარ მეფის, ჭავჭავაძის, სადგურის, ცხრაწყაროს, კოსტავას, ბორჯომის, ჯავახიშვილის, აღმაშენებლის, რუსთაველის, წაქაძის, ნიკოლაძის, ნ.ქუმარიტაშვილის ქუჩებზე.

16:55-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს დაბა ასპინძაში, სოფლებში დამალა, ხიზაბავრა, ტოლოში, აწყვიტა, ოშორა, ძველი, ნიჯგორი, რუსთავი, ნაქალაქევი, იდუმალა, ოთა, ჭობარეთი, თმოგვი, ივერია, ხერთვისი, სარო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |