სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში 7 საათით დენი გაითიშება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მარტს

11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ლიბანი, ტბა, წაღვერი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში დიდი ხანჩალი, დილითი, სათხა და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომში შანიძის, მესხეთის, ნინოშვილის და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში მირაშხანი, ნიალა, ყარაბულაღი, ფანაქეთი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქში აღმაშენებლის, ნალბანდიანის, თუმანიანის, მაშტოცის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |