ნახეთ, დენი სად გაითიშება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აპრილს
12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში წაქაძის, კოხტის ძირში, ცეკავშირის მიმდებარედ, დიდველის, გოგოლაძის და მიმდებარე ტერიტორიაზე;
14:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ხიზაბავრა, ტოლოში, გიორგიწმინდა, აწყვიტა, ნიჯგორი, ნაქალაქევი, გავეთი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.