სიახლეები
ასფალტს წყლის სისტემის ძველ მილებზე აგებენ – პროტესტი ქეთევან დედოფლის ქუჩაზე
მოსახლეობას გზის საფარის მოწესრიგება მოსწონს, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების თანმიმდევრობას უწუნებს. ასფალტის საფარის დაგებამდე, ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა იცვლება. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წარმომადგენლებმა, სამუშაოები 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყეს, თუმცა ამინდის გაუარესების გამო, მხოლოდ ახლა – 28 მარტს განაახლეს. საკანალიზაციო სისტემის 100–მეტრიანი მონაკვეთის გამოცვლა, რამდენიმე დღეში დასრულდება.

ქეთევან დედოფლის ქუჩის მოსახლეობა, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციასაც ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მილები მოძველებულია და ხშირად სკდება.

| Print |