სიახლეები
ბორჯომში ელექტროენერგია გაითიშება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 აპრილს დენი გაითიშება ბორჯომის გარეუბანში. "ენერგო–პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 15:00 საათამდე 2 900 აბონენტს შეეზღუდება. 

გეგმიური სამუშაოების გამო, დენი გათიშული იყო გუშინ, 4 აპრილს ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში.
| Print |