სიახლეები
მუნიციპალიტეტებმა ნარჩენების მართვის 5–წლიანი გეგმა უნდა შეიმუშავონ
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. ეკატერინე გრიგალავამ ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული ვალდებულებები, ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულები გააცნო.

მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშავოს და სამინისტროს წარუდგინოს.

ნარჩენების მართვის დაგეგმვის მიზანია გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა, დაინერგოს თანამედროვე სტანდარტები და სისტემები.

ნარჩენების მართვის გეგმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შემუშავდეს. დოკუმენტის შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება.

სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლისთვის ყველა ღია ნაგავსაყრელი დაიხურება, ახალი კი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.


| Print |