,,ლევან მიქელაძის ფონდმა" ახალციხეში დასკვნითი შეხვედრა გამართა
„ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა“ ახალციხეში რელიგიურ უმცირესობებთან რიგით მესამე შეხვედრა გამართა.

„ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა“ ახალციხეში რელიგიურ უმცირესობებთან რიგით მესამე შეხვედრა გამართა.

მოწვეულმა ექსპერტებმა  ვიზალიბერალიზაციასა  და რელიგიის უმცირესობების უფლებებზე კათოლიკე სასულიერო პირებთან ერთად ისაუბრეს. 

სამცხე–ჯავახეთმა პროექტის  ,,ასწავლე მაცნეს – ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და  ოჯახური ღირებულებების“   ფარგლებში გამართულ  ბოლო შეხვედრას უმასპინძლა. პროექტი დაფინანსებულია ჰოლანდიის საელჩოს მიერ.  მის  მიზანს ევროკავშირის კუთხით, ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სასულიერო ლიდერების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე.


| Print |