Error
28 ნოემბრიდან მართლმადიდებლებისთვის შობის მარხვა იწყება
28 ნოემბრიდან საშობაო მარხვა იწყება. იგი ორმოცი დღის განმავლობაში გრძელდება და 7 იანვარს, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულზე სრულდება.

28 ნოემბრიდან საშობაო მარხვა იწყება. იგი ორმოცი დღის განმავლობაში გრძელდება და 7 იანვარს, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულზე სრულდება.

news_55435

საშობაო მარხვის ტრადიცია უძველესი დროიდან მომდინარეობს. ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ IV საუკუნიდან მოეპოვება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობას ვხვდებით XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად სვიმეონ თესალონიკელამდე. უფრო ადრე დაწვრილებით მოგვითხრობენ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბალსამონი და ერთ-ერთი იმდროინდელი საეკლესიო კრება, XI საუკუნეში – ანასტასი სინელი და ისააკ კათალიკოსი. საინტერესო ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული. ცნობებს ვხვდებით ნიკიფორე პატრიარქის კანონებში, საბა განწმენდილისა და ლეონ რომის პაპის ნაწერებში, 570 წლის ტურის II კრების ოქმებში, ნეტარ ავგუსტინესთან.

შობის მარხვა აღდგომის დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. ამ მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება.

| Print |