რეგიონი
22 ივნისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
22 ივნისს ხაშური-ახალციხე-ვალეს და ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ მეკლდეურების მეშვეობით ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდა იგეგმება.
„2020 წლის 22 ივნისს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ11-კმ25, კმ34-კმ40 და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ21-კმ25 მონაკვეთებზე, ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდა, მეკლდეურების მეშვეობით. სამუშაოების წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთებზე დღის განმავლობაში, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 20 წუთიანი ინტერვალებით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ან/და შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად განხორციელდება“,- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ასპინძა-ნიჯგორის დამაკავშირებელ გზაზე, ფერდობებიდან დიდი ლოდები ბოლოს 19 ივნისს ჩამოცვივდა.
გააზიარეთ :