რეგიონი
7 თებერვლიდან საქართველო - სომხეთის საზღვარი გაიხსნა
დღეიდან, 7 თებერვლიდან,  საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი გაიხსნება, რომელიც ყოველდღე 10:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ფონდ „ჯავახქის“ გენერალური დირექტორი, არმენ ავეტისიანი საქართველოში სომხეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჯავახეთის მოსახლეობის ბრძოლამ სასურველი შედეგი გამოიღო. ნინოწმინდა-ბავრას სასაზღვრო გამშვები პუნქტი დღეიდან ღია იქნება“,- წერია არმენ ავეტისიანის ფეიქსბუქ გვერდზე.

საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც სომხეთში გადასვლა სურთ, თან საზღვრის გადასაკვეთად PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა იქონიონ, (ტესტი ბოლო 72 საათის განმავლობაში უნდა იყოს ჩატრაებული) - ნათქვამია ფონდი „ჯავახქის“ გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველომ საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, 2020 წლის დახურა და მას მერე მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევაში უშვებდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 1 თებერვლიდან ეს რეგულაცია მხოლოდ საჰაერო მიმოსვლისთვის მოიხსნა.

სომხეთის რესპუბლიკამ სახმელეთო საზღვრები იანვრის შუა რიცხვებში გახსნა. მეზობელი ქვეყანა უცხოელი მოქალაქეების მიღებას PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ შეძლებს. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა არ შეეძლოთ, რადგან სპეციალური შემთხვევების გარდა, ქვეყანა საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევდა მოქალაქეებს. 

სომხეთთან და რუსეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით, ჯავახეთის მოსახლეობამ, ახალქალქში აქცია ორჯერ - 31 იანვარსა და 3 თებერვალს გაიმართა. 50-მდე პირი ახალქალაქის მერსა და მის მოადგილეს 3 თებერვალს შეხვდა. აქციის წევრებს ქალაქის მერმა იური უნანიანმა განუმარტა, რომ საზღვრების გახსნა მათ კომპეტენციაში არ შედიოდა.

ჯავახეთის სხვადასხვა სოფლებიდან შეკრებილი მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. დაახლოებით, 100-მდე ადამიანმა პრემიერ-მინისტრს 31 იანვარს, ოფიციალური წერილი გაუგზავნა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესობისთვის, საზღვრების დროულად გახსნა სთხოვა.
| Print |