რეგიონი
თურქეთის საზღვრის მიმართულებით ზოგიერთი სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თურქეთის რესპუბლიკის საზღვრის მიმართულებით, ავტომობილების ნაწილს მოძრაობა აეკრძალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ცუდი მხედველობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

| Print |