რეგიონი
ქვები და ხელჯოხები - დმანისში მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა
ქალაქ დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა. მხარეები ხელკეტებით არიან შეიარაღებულები, ერთმანეთს ქვებს ესვრიან და ფიზიკურად უსწორდებიან.

ადგილზე მობილიზებულია შს სამინისტროს წარმომადგენლები. ეპიცენტრში სამართალდამცავების დამატებითი ჯგუფები მიიყვანეს.

დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინ მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გუშინდელი ინციდენტი დღეს გაგრძელდა.
| Print |