რეგიონი
უკრაინის 15 რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია
კიევსა და უკრაინის 14 რეგიონში, შაბათი საღამოს მდგომარეობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია ოთხშაბათს განხორციელებული რუსული თავდასხმების შედეგად. გათიშული აბონენტების რიცხვი კი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

„ამ დღეებში ჩვენმა ენერგეტიკოსებმა იმუშავეს სისტემის აღსადგენად. ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების მეტი შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მიწოდება სრულად სტაბილური იყოს.

14 რეგიონში და კიევში კვლავ რჩება შეზღუდვები, თითოეულ რეგიონში 100 000-ზე მეტ აბონენტზე.

თუ საღამოს მოხმარება მოიმატებს, შესაძლოა გათიშულთა რაოდენობა გაიზარდოს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ენერგიის დაზოგვა და რაციონალურად მოხმარება“
- ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი საღამოს ვიდეომიმართვაში.
| Print |