რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს
რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი საავიაციო ბომბებით დაბომბეს, რის შედეგადაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დადასტურდა, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ტერიტორიას 13 ბომბით დაარტყეს.
სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. დაჭრილ 11 მშვიდობიან მოქალაქეს შორის არის ორი მამაკაცი და ცხრა ქალი.