ანონსი
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 12-დან 15 სექტემბრის ჩათვლით შედარებით გამოიდარებს.

აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 24-დან 29 გრადუსამდე მოიმატებს.

უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია მცირე წვიმა. შენარჩუნდება აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში.ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9-10 სექტემბერს მოსალოდნელია დაახლოებით 25-30 გრადუსი, 11-დან 14 სექტემბერს შესაძლებელია 30-32 გრადუსი სითბოც აღინიშნოს, აგრეთვე მთიან რაიონებში 24-29 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეეხება, 9-დან 11 სექტემბრის ჩათვლით უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 17-22 გრადუსი, მთიან რაიონებში 19-24 იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს 12-დან 15 სექტემბრის ჩათვლით და ჰაერის ტემპერატურა 24-დან 29 გრადუსამდე მოიმატებს.
| Print |