ახალი ამბები
სასტუმრო ,,ტიფლისს" სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ტუროპერატორები ესტუმრნენ (ფოტო/ვიდეო)
სასტუმრო ტიფლისმა კიდევ ერთი ინფოტურის ფარგლებში ოთხი ქვეყნის წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ტუროპერატორებმა საქართველოში უცნობი და ნაცნობი ადგილები დაათვალიერეს. ტურისტული ნაკადების გაზრდისა და სპეციალური პაკეტების შექმნის მიზნით ,,ოქეი თრეველის“ შემომყვანი ტურიზმის ხელმძღვანელმა კოლეგებს სასტუმრო ტიფლისში უმასპინძლა.
თეონა ლემონჯავას აზრით, სამხრეთ საქართველოს უკეთ გასაცნობად სპეციალური ტური მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის დასათვალიერებლად უნდა მოეწყოს.



სამცხე-ჯავახეთი და ზოგადად საქართველო ის ადგილია, სადაც სულ გინდა რომ ჩამოხვიდე - ამბობს უკრაინის ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი. ელენა კვაშუკი ახალციხეში 30 წლის წინ იმყოფებოდა, მეორედ სამცხე-ჯავახეთს სასტუმრო ინფოტურის ფარგლებში ესტუმრა.



ელენასგან განსხვავებით საქართველოში პირველად იყვნენ ბელარუსიისა და ყაზახეთის ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები. მათთვის ყველაზე შთამბეჭდავი ლამაზი ბუნება, კულტურული ძეგლები და ქართული სტუმართმოყვარეობა აღმოჩნდა.



მორიგი ინფოტურის ფარგლებში ,,ტიფლისმა“ შვიდ ტურისტულ კომპანიას უმასპინძლა. სასტუმროს მენეჯერის გიორგი გურგენიძის თქმით, ტურის მთავარი დომინანტი ტრადიციული მესხური კერძებია.

ასევე, დაგაინტერესებთ:


| Print |