ჯანდაცვა
ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმები შინაგანაწესის დარღვევის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს
რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური და ოჯახის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე ახალციხის კლინიკა "იმედის" თანამშრომლები აღარ არიან. ისინი სამსახურიდან ადმინისტრაციამ 1-ელ ივლისს გაათავისუფლა, მიზეზად კი შინაგანაწესის რამდენიმე პუნქტის დარღვევა დაასახელა და არა მათი კავშირი მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან. 

"ერთი კვირის წინ დატოვეს სამსახური შინაგანაწესის დარღვევის გამო. კლინიკას თავისი შინაგანაწესი აქვს, რაღაც პუნქტები დაირღვა და გათავისუფლებული იქნენ სამსახურიდან. მეგის საქმეს არ უკავშირდება, კონკრეტული მიზეზები თავად იციან. სხვა ადამიანებიც გათავისუფლდნენ შინაგანაწესის დარღვევისთვის კლინიკიდან", - გვითხრა დირექტორმა გიორგი ბარძიმაძემ.

რეანიმატოლოგი ამბობს, რომ არ იცის, შინაგანაწესის რომელი მუხლი დაარღვია. გიორგი აფციაური ამბობს, რომ ამის გარკვევას მისი ადვოკატი ცდილობს. 

"არ ვიცი რის გამო გამომიშვეს, ჩემთვის არაფერი განუმარტავთ. ეს მუხლები და საკითხები ჩემთვის გაურკვეველია, არ ვარ იურისტი, ჩემი ადვოკატი განიხილავს და გაარკვევს მიზეზს. ყველაფერი იქით მიდის, რომ მეგი ბაქრაძის საქმეს უკავშირდება. გათავისუფლების მიზეზი უნდა ითქვას, ბრძანება მომცეს და გამომიშვეს სამსახურიდან, მანამდე ან გაფრთხილება უნდა ყოფილიყო, ან საყვედური", - გვითხრა გიორგი აფციაურმა. მისი დაცვის ქვეშ მყოფის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზის დადგენას ცდილობს ვიოლეტა ინასარიძის ადვოკატი ბონდო ვატიაშვილიც. 

18 მარტს, როცა კლინიკის მედდა მეგი ბაქრაძეს "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაუკეთეს, ვიოლეტა ინასარიძე ამცრელი კაბინეტის ექიმი იყო. ვაქცინირებულ ახალგაზრდა ქალს სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ როცა მეგი ბაქრაძე ცუდად გახდა, მის გვერდით არ იყვნენ რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური და ამცრელი კაბინეტის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე. ისინი სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრაზე წავიდნენ, კლინიკაში კი მას შემდეგ დაბრუნდნენ, როცა კოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ შეატყობინეს. ორივე ექიმს და ერთ ექთანს საქართველოს პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი წაუყენა, რაც 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.