ჯანდაცვა
"სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება" - დავით სერგეენკო
"სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება" - დავით სერგეენკო
2019 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება, - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა.
11:42 / 05.03.2019
აცრის დამადასტურებელი ცნობა სტუდენტებმა 31 მარტამდე უნდა წარადგინონ
აცრის დამადასტურებელი ცნობა სტუდენტებმა 31 მარტამდე უნდა წარადგინონ
თაკო თუმანიშვილი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესი ერთი კვირით, 25 თებერვლამდე გადადო, წითელას აცრის დამადასტურებელი ცნობის მიტანა მაინც ვერ შეძლო. ამბობს, რომ ახალციხეში ძველი პოლიკლინიკის დანგრევისა და ახლის აშენების გამო, მისი მონაცემები მოქალაქეთა დოკუმენტაციასთან ერთად დაიკარგა.

"როგორც გავიგე, პოლიკლინიკის დახურვის დროს, არქივი მაკულატურაში ჩააბარეს, ჩემი აცრების შესახებ ინფორმაცია აღარ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ აცრილი ვარ. ახლა წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვქნა. ალბათ ხელახლა უნდა ავიცრა, სხვანაირად ცნობას არ მომცემენ. იყო საუბარი, რომ სტუდენტის სტატუსის შეჩერება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ცნობას არ მიიტან. ეს აბსურდია", -
ამბობს სტუდენტი.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ წითელას აცრის დამადასტურებელი ცნობის მიტანა სტუდენტებს მას შემდეგ დაავალა, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 19 წლის ზევით მოქალაქეებისგან ხელმეორე აცრა მოითხოვა. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ანი კაველიძემ ცნობა უკვე მიიტანა, მაგრამ ამბობს, რომ არ სმენია ახალციხეში წითელათი ვინმე დაავადებულიყოს.

"თავის დროზე ვიყავი აცრილი, საბუთები მოწესრიგებული მქონდა და უნივერსიტეტში ცნობა მივიტანე 18 თებერვალს. ჩემთვის პრობლემა არ შეუქმნია ამ საკითხს მაგრამ ვიცი, რომ უმრავლესობამ ჯერ ვერ შეძლო მიტანა. ალბათ, მოსწავლეებში უფრო გავრცელებულია დაავადება და ამიტომ არის ცნობის მოთხოვნა მათზე“, - ამბობს ანი. 

უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 18-დან 25 თებერვლამდე გადადო. მიუხედავად ამისა, სტუდენტთა უმრავლესობამ ცნობის მიტანა მაინც ვერ შეძლო, რის გამოც ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესი განაახლა, მაგრამ ცნობის მიტანის ბოლო ვადად 31 მარტი დაასახელა. უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე განმარტავს, რომ ამ ნაბიჯით სასწავლო დაწესებულება ხელს შეუწყობს დაავადების გავრცელების თავიდან აცილებას. 

"სტუდენტებს ვთხოვ, წარმოადგინონ ცნობა სრული ან არასრული ვაქცინაციის შესახებ, რათა ჩვენ შევატყობინოთ შესაბამის დაწესებულებებს და ვუზრუნველყოთ მათი სრული აცრა", - აცხადებს მაკა ბერიძე.



ახალციხეში მცხოვრებლებს პოლიკლინიკის განახლებული შენობის გამო აცრის ხელახლა ჩატარება რვა წლის ასაკიდან მოუწევთ. აცრის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა უნივერსიტეტის გარდა, ბაღებისა და სკოლების ბავშვებთან ერთად თანამშრომლებსაც ევალებათ. ახალციხეში მოქმედ კლინიკებში – „იმედსა“ და რეფერალურ საავამდყოფოში - მხოლოდ ნულიდან შვიდ წლამდე ბავშვების ანკეტების მოძიებაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალციხის პოლიკლინიკაში ჩატარებული აცრების შესახებ ცნობების მოძიება ყველა პირზე ვერ იქნება შესაძლებელი, რის გამოც რვა წლის ზემოთ მყოფ ახალციხელებს, აცრის ხელახლა ჩატარება მოუწევთ.

,,აცრილები ყველა მყავს. სიკვდილიანობა მომატებულია და ამიტომ აუცილებელია“.

,,აუცრელი ბავშვები ადვილად ავადდებიან და ამიტომ განმეორებითი აცრებიც, როგორც მედიცინის მამები ამბობენ, უკეთესია“.

,,ამდენი ვირუსია, აუცილებელია აცრა“.

,,ორი ბავშვი მყავს და ორივეს ასაკის მიხედვით რა აცრაც უწევთ, იმის მიხედვით ვცრი“, -
ამბობენ ახალციხეში.

სამცხე-ჯავახეთში წითელას შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა მონაცემები საგანგაშო არ არის. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში დაავადება მხოლოდ ერთ მამაკაცს ჰქონდა და ისიც 2018 წლის დეკემბერში. ფატი ხაბულიანის თქმით, მიზეზი ვაქცინაციის კამპანიაა, რომელიც ახალციხეში ჩატარდა.
18:09 / 01.03.2019
ბრძოლა, რომელიც ქალებმა კიბოს მოუგეს
ბრძოლა, რომელიც ქალებმა კიბოს მოუგეს
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
18:36 / 04.02.2019
2019 წლის იანვარში ახალციხეში 62 ახალშობილი დაიბადა
2019 წლის იანვარში ახალციხეში 62 ახალშობილი დაიბადა

21 ახალშობილი კლინიკა ,,იმედში“, ხოლო 41 ევექსში დაიბადა.

19:01 / 01.02.2019
ბორჯომში, წითელას 20–მდე შემთხვევა დაფიქსირდა
ბორჯომში, წითელას 20–მდე შემთხვევა დაფიქსირდა
ბორჯომში, წითელათი დაინფიცირებული მოქალაქეების რიცხვმა იმატა, ამ დროისთვის დაფიქსირებულია 20-მდე შემთხვევა.
13:48 / 25.01.2019
წითელა - ვაქცინით მართვადი დაავადება, რომელიც საქართველოში ვერ მარცხდება
წითელა - ვაქცინით მართვადი დაავადება, რომელიც საქართველოში ვერ მარცხდება
საქართველოში მწვავე ინფექციური დაავადების - წითელას ეპიდაფეთქებაა.
10:12 / 21.01.2019
წითელას უფასო ვაქცინაცია შაბათ-კვირასაც შესაძლებელია
წითელას უფასო ვაქცინაცია შაბათ-კვირასაც შესაძლებელია
შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოქალაქეების მომსახურებას უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
17:49 / 19.01.2019
,,ტამიფლუ" ყველა პაციენტზე უფასოდ გაიცემა
,,ტამიფლუ" ყველა პაციენტზე უფასოდ გაიცემა
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ მოქალაქეებზე უფასოდ გაიცემა,
14:40 / 11.01.2019
1120 ლარი სიცოცხლის გადასარჩენად
1120 ლარი სიცოცხლის გადასარჩენად
სამი შვილის დედას დახმარება ესაჭიროება. ორგანიზაცია ,,დედის ხელები" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
22:10 / 10.01.2019
როგორ შეიძლება ,,ტამიფლუ"–ს მიღება – ადგილობრივი ხელისუფლება განცხადებას ავრცელებს
როგორ შეიძლება ,,ტამიფლუ"–ს მიღება – ადგილობრივი ხელისუფლება განცხადებას ავრცელებს
H1 N1 ანუ ე.წ. ღორის გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლება განცხადებას ავრცელებს. TV9NEWS.GE წერილს უცვლელად გთავაზობთ:
16:33 / 10.01.2019
ბორჯომელი გოგონა H1N1 ვირუსით გარდაიცვალა
ბორჯომელი გოგონა H1N1 ვირუსით გარდაიცვალა
22 წლის სალომე ქემაშვილი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ე.წ. "ღორის გრიპის" ვირუსით გარდაიცვალა.
13:40 / 10.01.2019
გაზის გაჟონვის შედეგად ახალციხეში ოჯახი მოიწამლა
გაზის გაჟონვის შედეგად ახალციხეში ოჯახი მოიწამლა
ქალაქ ახალციხეში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაზმა გაჟონა.
19:34 / 09.01.2019
ახალციხის საავადმყოფოებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაზრდილია
ახალციხის საავადმყოფოებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაზრდილია
ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევა ახალციხეში არ დაფიქსირებულა - კლინიკა ,,იმედსა" და ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მიმართვიანობა გაზრდილია,
20:04 / 08.01.2019
ავარიისას დაშავებული შვიდი პირი თბილისში გადაიყვანეს
ავარიისას დაშავებული შვიდი პირი თბილისში გადაიყვანეს
სოფელ აწყურთან მომხდარი ავარიისას დაშავებული ექვსი წლის ბავშვი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
14:24 / 11.11.2018
 ლაბორატორიული კუთხე ახალციხის იუსტიციის სახლში
ლაბორატორიული კუთხე ახალციხის იუსტიციის სახლში
ახალციხეში, იუსტიცის სახლში გაჩნდა კუთხე, სადაც ანალიზის უფასოდ აღება და C-ჰეპატიტის დადგენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
13:48 / 09.11.2018
,,მუშაობის შემთხვევაში სოციალურად დაუცველებს დახმარება აღარ მოეხსნებათ" – დავით სერგეენკო
,,მუშაობის შემთხვევაში სოციალურად დაუცველებს დახმარება აღარ მოეხსნებათ" – დავით სერგეენკო
სოციალურად დაუცველს დასაქმების შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება შეუნარჩუნდება,
19:57 / 02.11.2018
ახალციხეში ნეფროლოგი უფასო კონსულტაციებს და კვლევებს ჩაატარებს (R)
ახალციხეში ნეფროლოგი უფასო კონსულტაციებს და კვლევებს ჩაატარებს (R)
"ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში" თირკმელის ქრონიკულ დაავადებებთან დაკავშირებით, ღია კარის დღეები იმართება.
20:13 / 18.10.2018
ზაფხულში მოსახლეობას ჰიგიენური ნორმების დაცვის გამკაცრებას ურჩევენ
ზაფხულში მოსახლეობას ჰიგიენური ნორმების დაცვის გამკაცრებას ურჩევენ
დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მოსახლეობას ჰიგიენური პირობების დაცვის გამკაცრებას ურჩევს.
10:23 / 20.06.2018
,,მაღალხარისხიანი დიალეზი ადამიანს 25 წლამდე უხანგრძლივებს სიცოცხლეს" – გიორგი ურუშაძე (R)
,,მაღალხარისხიანი დიალეზი ადამიანს 25 წლამდე უხანგრძლივებს სიცოცხლეს" – გიორგი ურუშაძე (R)
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს, ერთდროულად 11 ისეთი პაციენტის მიღება შეუძლია, რომელსაც თირკმლის
22:48 / 01.06.2018
გულიკო ბექაური: ,,ქვეყანა მარტო პოლიტიკა არ არის"
გულიკო ბექაური: ,,ქვეყანა მარტო პოლიტიკა არ არის"
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, საზოგადოების დამოკიდებულება ამ ტიპის ადამიანებისადმი, ჩაკეტილობა და არსებული სტიგმები
20:29 / 02.05.2018
Facebook
კვირის პოპულარული
ახალციხეში 49 ე.წ. „ჭკვიანი კამერა“ დაამონტაჟეს - ნახეთ ადგილები
11:02 / 12.03.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 49 ვიდეოსამეთვალყურეო კამერაა დამონტაჟებული.
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
16:35 / 12.03.2019
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება
დოკუმენტური ფილმი
Phatman sews a blanket for a neighbor.
სრულად
19:00 / 18.01.2019
ხალხის აზრით
რამ განაპირობა ფეხბურთის გუნდის დაშლა?
10:11 / 16.03.2019
ახალციხის საფეხბურთო კლუბი 2005 წელს დაარსდა.
ახალი ამბები სომხურ ენაზე
საინფორმაციო გამოშვება
ამინდი
ახალციხე -3 - 8 °C
img
ახალქალაქი -8 - 3 °C
img
ასპინძა -3 - 7 °C
img
ადიგენი 8 - 13 °C
img
ბორჯომი -1 - 11 °C
img
თბილისი 2 - 12 °C
img
აბასთუმანი -4 - 5 °C
img
ბაკურიანი -5 - 1 °C
img
ნინოწმინდა -8 - 3 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0458
TRY
TRY
1
0.4912
USD
USD
1
2.6840
RUB
RUB
100
4.1590
კალენდარი
«« მარტი 2019 »»
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
დონორები