,,Opel-ის მარკის მანქანას მოჰყავს ამომრჩეველი სხვადასხვა სოფლებიდან" – დარღვევები ბავრაში
13:09 / 28.10.2018
დარღვევები ახალქალაქში - სოფელ ბავრას საჯარო სკოლასთან, სადაც ერთ-ერთი საარჩევნო უბანია განთავსებული, „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მაისურებით ბავშვები დგანან.
ინფორმაცია ტელეკომპანია ,,რუსთავი2" ავრცელებს. მცირეწლოვნები არ განმარტავენ, ვინ დააყენა ისინი ადგილზე. საარჩევნო უბანთან მდგომი სხვა პირები კი აცხადებენ, რომ ბავშვები დგომა უბანზე საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა არ არის.
დარღვევები ფიქსირდება საარჩევნო უბნის შიგნითაც, სადაც სხედან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ეწევიან ამომრჩევლის აღრიცხვას. მათ არ დაუმალავთ, რომ სწორედ მმართველ გუნდს წარმოადგენენ.
საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე და მისი შვილი ადგილზე მედიის გამოჩენამ გააღიზიანა.
„კამერა გაწიე, არ მინდა რომ გადამიღოთ,“-მიმართა ჟურნალისტს კომისიის თავმჯდომარის შვილმა.
საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ დარღვევები უბანზე არ არის და აგიტატორები, რომლებიც იმყოფებიან როგორც საარჩევნო უბნის გარეთ, ასევე შიგნით კანონს არ არღვევენ.
ადგილზე რამდენჯერმე მივიდა Opel-ის მარკის მანქანა, რომელსაც მოჰყავს ამომრჩეველი სხვადასხვა სოფლებიდან.
ამ მანქანის საქარე მინაზე განთავსებული იყო რიცხვი 48, თუმცა კამერების დანახვის შემდეგ, მძღოლმა პლაკატი ჩამოხსნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.