საქართველო მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს
საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 6 წლის ვადით.
საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ნებისმიერ კვირა დღეს. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.
საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში. საქართველოში პრეზიდენტის თანამდებობა პირველად შემოღებულ იქნა 1991 წელს და დღემდე ქვეყანას 5 პრეზიდენტი ჰყავდა.
გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს 2013 წლის 17 ნოემბრიდან. 2013 წლის 27 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმათა 62% მიიღო და არჩეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტად.
1990 წლიდან დღემდე არჩეული პრეზიდენტები:
1. პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
2. ედუარდ შევარდნაძე (არჩეულ იქნა ორჯერ)
3. მიხეილ სააკაშვილი (არჩეულ იქნა ორჯერ)
4. გიორგი მარგველაშვილი (არჩეულ იქნა ერთჯერ)
ყველაზე მეტი ამომრჩეველი იყო 1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე 3 594 810.
ყველაზე დიდი აქტივობა იყო 1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე 2 978 247.
ყველაზე მეტი დამკვირვებელი (1848 საერთაშორისო და 13195 ადგილობრივი ორგანიზაცია) 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე დაარეგისტრირა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
1991 წლის 14 აპრილს საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი შემოიღეს. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6-მა კანდიდატმა.
1. ზვიად გამსახურდია 2 565 362 ხმა
2. ვალერიან ადვაძე 240243 ხმა
3. ჯემალ მიქელაძე 51717 ხმა
4. ნოდარ ნათაძე 36266 ხმა
5. ირაკლი შენგელია 26886 ხმა
6. თამაზ კვაჭანტირაძე 8553 ხმა
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 594 810 არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 978 247–მა.
1995 წლის 5 ნოემბრი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა. არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში მონაწილეთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერას. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6-მა კანდიდატმა:
1. ედუარდ შევარდნაძე 1 589 909 ხმა
2. ჯუმბერ პატიაშვილი 414 303 ხმა
3. აკაკი ბაქრაძე 3 350 ხმა
4. პანტელეიმონ გიორგაძე 10 697 ხმა
5. ქართლოს ღარიბაშვილი 10 023 ხმა
6. როინ ლიპარტელიანი 7 948 ხმა
საქართველოს პრეზიდენტი გახდა ედუარ შევარდნაძე. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 106 557 არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 139 369.
2000 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნები არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6–მა კანდიდატმა:
1. ედუარდ შევარდნაძე 1 870 311 ხმა
2. ჯუმბერ პატიაშვილი 390 486 ხმა
3. ქართლოს ღარიბაშვილი 7 863 ხმა
4. ავთანდილ ჯოგლაძე 5 942 ხმა
5. ვაჟა ჟღენტი 3 363 ხმა
6. თენგიზ ასანიძე 2 793 ხმა
საქართველოს პრეზიდენტი გახდა ედუარდ შევარდნაძე. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 088 925 არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 343 176.
2004 წლის 4 იანვრის (რიგგარეშე) საპრეზიდენტო არჩევნები არჩეულად ჩაითვლებოდა საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერას. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6–მა კანდიდატმა:
1. მიხეილ სააკაშვილი 1 890 256 ხმა
2. თეიმურაზ შაშიაშვილი 36 398 ხმა
3. როინ ლიპარტელიანი 5 154 ხმა
4. ზაზა სიხარულიძე 4 782 ხმა
5. ქართლოს ღარიბაშვილი 4 192 ხმა
6. ზურაბ ქელეხსაშვილი 1 901 ხმა
საქართველოს პრეზიდენტი გახდა მიხეილ სააკაშვილი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 231 986 არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 963 556–მა.
2008 წლის 5 იანვრის (რიგგარეშე) საპრეზიდენტო არჩევნები არჩეულად ჩაითვლებოდა საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერას. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 7-მა კანდიდატმა:
1. მიხეილ სააკაშვილი 1 059 647 ხმა
2. ლევან გაჩეჩილაძე 509 111 ხმა
3. არკადი პატარკაციშვილი 140 801 ხმა
4. შალვა ნათელაშვილი 128 564 ხმა
5. დავით გამყრელიძე 79 734 ხმა
6. გიორგი მაისაშვილი 15 247 ხმა
7. ირინა სარიშვილი–ჭანტურია 3 242 ხმა
საქართველოს პრეზიდენტი გახდა მიხეილ სააკაშვილი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 527 964. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 982 318 ამომრჩეველმა.