არჩევნები
გადასატანი ყუთის სია 25 ნოემბრამდე შედგება" – ცესკო
ცენტრალური საარჩევნო კომისია გადასატან ყუთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის თქმით, ამომრჩევლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში მისვლა, 25 ნოემბრის ჩათვლით ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართონ.

„გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ჯერ არ შემდგარა. გადასატანი საარჩევნო სიის ფორმირების მიზნით მოთხოვნების მიღების პროცესი ამჟამად არის მიმდინარე. ამომრჩევლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში მისვლა, 25 ნოემბრის ჩათვლით ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა განცხადებით ან სატელეფონო შეტყობინებით მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს ყველა ასეთი შეტყობინება.

რეგისტრირებული განცხადებების და სხვადასხვა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, საუბნო ან/და საოლქო საარჩევნო კომისია, საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის პირობების დაცვით შეადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.

საბოლოოდ საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს 26 ნოემბრისა ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესული ყველა ამომრჩევლის გასწვრივ გაკეთდება შესაბამისი აღნიშვნა საარჩევნო უბანზე არსებულ სიებში, გამოიკვრება საარჩევნო უბანში და ასეთი ამომრჩევლები ხმას მისცემენ მხოლოდ ერთხელ“,
- აცხადებს ანა მიქელაძე.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.