ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ზრდის

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7 პროცენტამდე გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.9 პროცენტი შეადგინა.

„მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთჯერადი ფაქტორები, მაგალითად, სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდა (წვლილი - 0.8 პროცენტული პუნქტი), კვლავ რჩება წლიური ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების ერთ-ერთ მიზეზად. ამავე დროს, ბოლო პერიოდში გაიზარდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გავლენა. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, კვლავ დაბალია და 2.4 პროცენტს შეადგენს, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლის სისუსტეზე მიუთითებს.

ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული გაუფასურება ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს. როგორც მონეტარული პოლიტიკის გასული სხდომის გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან ინფლაციაზე ზეწოლის გაგრძელების შემთხვევაში, კომიტეტი განიხილავდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის შესახებ. ამასთან, კომიტეტი მზად არის ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის შესუსტებამდე გააგრძელოს პოლიტიკის გამკაცრება.

წინასწარი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. თუმცა, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ პოტენციურ დონეს ქვემოთ ნარჩუნდება, რაც გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლას ნაწილობრივ ანეიტრალებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.

წინასწარი მონაცემებით, საქონლის ექსპორტი 2019 წლის იანვარ-ივლისში მნიშვნელოვნად გაიზარდა (12.4 პროცენტი). ამავე პერიოდში ფულადი გზავნილებით შემოდინებებიც ზომიერად იზრდებოდა (7.8 პროცენტი). რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული ავიაფრენების აკრძალვის ფონზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ივლისში საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები შემცირებულია. ხოლო, ჯამურად, იანვარ-ივლისში ამ მაჩვენებლის მხოლოდ 2.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც წლის პირველ ნახევარში ანალოგიური მაჩვენებელი 7.0 პროცენტი იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, ჯამური წმინდა შემოდინებები ზრდას განაგრძობს და 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემდგომი გაუმჯობესება არის მოსალოდნელი.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა დაგეგმილია 2019 წლის 23 ოქტომბერს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი, რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავს.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.