ეკონომიკა
"ოკუპირებულია რუსი ტურისტების მიერ" - რატომ გრძნობენ რუსები თავს უსაფრთხოდ საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა პირდაპირი ფრენების და უვიზოდ მიმოსვლის აღდგენის შემდეგ გაიზარდა. ერთი შეხედვით, ვიზიტორების და ტურისტების რაოდენობის ზრდა ქვეყნისთვის კარგია, თუმცა მასპინძელი ბიზნესი სხვაგვარად ფიქრობს. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ყიდულობენ უძრავ ქონებას და მიწებს, არეგისტრირებენ კომპანიებს და თავად იწყებენ ბიზნესსაქმიანობას (მაგალითად, ახალციხის სოფელ აბსა და ადიგენის სოფელ უნწაში ერთი და იგივე მისამართი რუსეთის ასობით მოქალაქეს, კომპანიის იურიდიულ მისამართად აქვს გამოყენებული).

ახალციხის მუნიციპალიტეტის მთავარ ტურისტულ ობიექტს - ახალციხის ციხეს ყოველწლიურად ათი ათასობით ტურისტი სტუმრობს. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ სულ უფრო იზრდება როგორც ადგილობრივი ვიზიტორის, ისე უცხოელი დამთვალიერებლის რაოდენობა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის წლებია, რუსეთის ფედერაცია ლიდერობს. თუ 2021 წელს რაბათს 2 525 ვიზიტორი ეწვია, 2022 წელს მათი რიცხვი 10 016-მდე გაიზარდა. რაც შეეხება 2023 წლის ექვს თვეს, ადმინისტრაციის ინფორმაციით ობიექტს უკვე ესტუმრა რუსეთის 5 260 მოქალაქე.

ახალციხის ციხეზე, 2021 წელს ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 61 008 იყო, 2022 წელს - 91 240, 2023 წლის ექვს თვეში კი 59 505. ტურისტული ობიექტის შემოსავალმაც შესაბამისად - მოიმატა. 2021 წელი - 40 7062 ლარი, 2022 წელი - 1 074 499 ლარი, 2023 წლის ექვსი თვე - 534 953 ლარი.
წყარო: "ახალციხის ციხე"

ტურისტულ ობიექტებს ფაქტობრივად, რუსი ვიზიტორები ამუშავებენ - ამბობენ ახალციხის ტურისტულ უბანში. რაბათში არაერთი საოჯახო სასტუმროა, მათ შორისაა „ოლდ რაბათი“ და „კესანე“, რომლებსაც შავაძეები 2012 წლიდან ამუშავებენ. ორივეში რვა-რვა ნომერია, უმეტესობა რუს ტურისტებს აქვთ დაჯავშნილი. სასტუმროს მფლობელი ციალა შავაძე ამბობს, რომ რუსი სტუმარი მათთან ორი-სამი დღით ჩერდება და გაცილებით ნაკლებს იხდის, ვიდრე ევროპის ქვეყნის მოქალაქეები.

„ყველაზე კარგი მხარჯველები წელს პოლონელები და სომხები არიან. მგონი, რუსები ეკონომიას აკეთებენ, რადგან მათი ქვეყანა ომშია. ზოგი ერთ ხაჭაპურს უკვეთს და იმას იყოფენ, ძალიან ცოტა რუსია, რომელიც კარგად ხარჯავს. არ მომწონს, რომ ჩვენს ოკუპირებულ ქვეყანაში იმატა მარტო რუსმა ტურისტმა. ზოგს პუტინი თვითონაც არ მოსწონს, ძალიან ცოტაა, რომელიც ხმამაღლა ამართლებს ომს და ამბობს კარგია, ქვეყანას (უკრაინას) უნდა გადავუაროთო. მანქანაზე მეწერა f**k Putin, ტურისტები ფოტოებს უღებდნენ, შენიშვნას მაძლევდნენ. ქართველი კაცი და რუსი ქალი იჯდა მაგიდასთან და ლაპარაკობდნენ, ვინც ეს დააწერა მანქანას, თავში რამე უყრია, საერთოდ განათლება თუ აქვსო? მივედი და ვუთხარი, ჩემი მანქანაა-თქო. მითხრეს, ეს წარწერა ლამაზი არ არის, შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავსო. მაგათი ნერვები აღარ მქონდა და საქართველოს დროშა დავაკარი“.

სასტუმროს მეპატრონის თქმით, რუსი ტურისტები ახალციხეში დიდხანს არ რჩებიან, ნომრებს ძირითადად, ორი დღით ჯავშნიან. მაღალმთიან დასახლებებს დიდად არ სწყალობენ და ცხოვრება დიდ ქალაქებში ურჩევნიათ.

„რადგან სანქციებია და სხვა ქვეყანაში ვერ მიდიან, მოდიან აქ. ზოგ ქვეყანაში საერთოდ არ შეესვლებათ, ზოგან ცუდი თვალით უყურებენ. რომ ვესაუბრები ამბობენ, ჩვენთან ცუდი ვითარებაა და აქ სიტუაციას ვათვალიერებთ, თუ მოგვეწონება დავრჩებითო. თავს უსაფრთხოდ და დაცულად საქართველოში ვგრძნობთო. ამბობენ, თქვენი მთავრობა არ გვერჩის, ხალხი კი გამოხატავს აგრესიას, მაგრამ ჩვენ არ ვართ დამნაშავე, ჩვენი მთავრობააო. უფრო დიდ ქალაქებში არიან, იქ თვალშისაცემი არ ვართ და უფრო დაცულად ვგრძნობთ თავსო. პატარა ქალაქში შესამჩნევები არიან“, - ამბობს ციალა.

ტურისტული ობიექტებისგან და სასტუმროებისგან განსხვავებით, რუსი ვიზიტორების მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება ახალციხის ციხის ტერიტორიაზე არსებულ კვების ობიექტებში. „ნათენაძის ღვინის რესტორნის“ მფლობელი გიორგი ნათენაძე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი რაოდენობა მასპინძელი ბიზნესის შემოსავალს ვერ ზრდის.

„ახალციხის ციხის გამო, სტატისტიკა ყოველთვის აჩვენებდა, რომ ახალციხეში რუსი ტურისტი პირველ ადგილზე იყო. შესაძლოა, მათი რაოდენობა იზრდება, მაგრამ შემოსავალს ვერ ვხედავთ რესტორნებში, ჩვენი რესტორნის მაგალითზე, რუსი ტურისტი უფრო ნაკლებს ხარჯავს, უფრო პოლონელი ტურისტები აქტიურობენ. ალბათ ეს ის ხალხია, ვინც საქართველოში ჩამოვიდა, დარჩა და ნაკლებ ფულს ხარჯავს რესტორნებში, მუდმივად მცხოვრებად შეიძლება ჩაითვალოს“.

მეღვინე გიორგი ნათენაძის თქმით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების ძირითადი ნაწილი თბილისსა და ბათუმზე მოდის. ევროპელი ტურისტები კი საქართველოში მოგზაურობისგან თავს იკავებენ.

„საქართველოში ტურისტების სერიოზული დეფიციტია. შესაძლოა, ომის ფაქტორი იყო, ეშინიათ ევროპიდან ჩამოსვლა. კახეთსა და ბათუმში ძალიან ბევრი სასტუმრო იყიდება, რადგან ევროპიდან ჩამომსვლელებმა ძალიან ბევრი ჯავშანი გააუქმეს. ლიტვა, ლატვია, ესტონეთი - ეს ქვეყნები თავს იკავებენ ჩვენთან ჩამოსვლისგან, რადგან აქ ხედავენ ძალიან ბევრ რუს ტურისტს“.

გიორგის მსგავსად, ტუროპერატორები და სფეროს სპეციალისტებიც ამბობენ, რომ მათი მოლოდინი არ გამართლდა. წელს იმაზე ნაკლებ ევროპელ ტურისტს უმასპინძლეს, ვიდრე მოელოდნენ. ტურიზმის ანალიტიკოსი ია თაბაგარი ამბობს, რომ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი ტურისტული მიზნებით არ იმყოფება და აქ ცხოვრებას აპირებს.

„დღევანდელი სურათი არ არის ის, რა მოლოდინიც გვქონდა. ეს მოლოდინი უნდა გამართლებულიყო წლების წინ დაწყებული კამპანიით, რომელიც ეხებოდა დასავლეთ ევროპას. საქართველო, ბოლო 20 წელია იღვწოდა, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოეყვანა დასავლეთ ევროპიდან, თუმცა ეს ასე არ მოხდა. მიზეზები ბევრია: პოსტკოვიდური პერიოდი, უკრაინის ომი, საქართველოს მთავრობის მიერ ევროპელი პარტნიორების უდიერად მოხსენიება, ნაკლები მარკეტინგი, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სისუსტე,,, ჩვენ ქვეყანაში გვინდოდა მაღალკულტურული, მაღალგადახდისუნარიანი ტურისტი, ამ სეზონზე ეს არ მოხდა, რაც ძალიან სამწუხაროა. ვხედავთ რუსებს ყველგან, მაგრამ ისინი ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეების პარალელურად. მათ აქვთ თავიანთი ტურისტული კომპანიები, ჰყავთ გიდები, კაფეები, საბავშვო ბაღები. გადახდისუნარიანები არ არიან, ბაზარიც გააფუჭეს. ერთი შეხედვით, რუსეთიდან ძალიან ბევრი ადამიანია შემოსული, მაგრამ ის, ვინც სარგებლობს საქართველოს ტურიზმის მომსახურებით, არის ძალიან მცირე რაოდენობა“.


ია თაბაგარის თქმით, არსებული სიტუაცია არ არის ის, რისთვისაც ინდუსტრია წლებია მუშაობს.

„სამწუხაროა, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეების ათეულში არ ჭარბობს ევროპა, ეს ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი კრახი, რადგან ამდენი წელი ქვეყანას უამრავი ფული, დრო და ენერგია აქვს დახარჯული ევროპის გამოფენებზე სიარულში, იქიდან ჟურნალისტების ჩამოყვანაში, ინფოტურებში და პრესტურებში. დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ბიზნესი და მასპინძლობის ინდუსტრია დაცული უნდა იყოს. სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები, ქვეყანაში უამრავი რამეა შესაცვლელი“.

რუსი ვიზიტორები საქართველოს ტურისტული ბაზრისთვის არასტაბილურია, - ამბობს ტურიზმის ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ამის გარდა, რუსეთის მოქალაქეები ევროპელ ტურისტებსაც გვაკარგვინებენ.

„ისინი (რუსეთის მოქალაქეები) აქ იმიტომ არ არიან, რომ საქართველო მოსწონთ, იმიტომ არიან, რომ თავი შეაფარეს საქართველოს, სხვა წასასვლელი არ აქვთ. ძალიან ბევრი გაუქმებული ჯავშნების ფონზე, ევროპელი ტუროპერატორებისგან არაერთხელ მოვისმინე, მათ არ უნდათ ახლოს ყოფნა რუსებთან. ერიდებიან, რადგან მათ ქვეყნებმა რუსებს დაუწესეს სანქციები და ისე გამოდის, რომ ევროპელები მიდიან იქ, სადაც რუსებმა თავშესაფარი იპოვეს. ეს სუფთად პოლიტიკაა, ტურიზმი და პოლიტიკა გადაჯაჭვულია“.

ტურიზმის ინდუსტრიაში ამბობენ, რომ საქართველოში შემოსულმა რუსეთის ათასობით მოქალაქემ სექტორში დასაქმებულ პირებს არაერთი პრობლემა შეუქმნა. "საქართველოს ტურისტული გილდიის" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ბიზნესმა ადგილობრივი მუშახელის ჩანაცვლება დაიწყო. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის შრომის ანაზღაურება არ იბეგრება.

„მთავრობა არ უკვირდება, რა სეგმენტში ხდება ადგილობრივი მოქალაქეების ჩანაცვლება, არ უკვირდებიან, რომ ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებაზე აქვს ქვეყანას ხელი მოწერილი და ამით ხელს უწყობს, რომ ქართულმა ბიზნესმაც კი დაიქირაოს არარეზიდენტი, რადგან მის ხელფასის საშემოსავლოში იხდის არა 20, არამედ 10 პროცენტს. უცხოელი საქართველოში რომ მუშაობს, ის არ იბეგრება. თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე დასაქმებულია სხვა ქვეყნის მოქალაქის კომპანიაში, ამ შემთხვევაში საშემოსავლოს არც ერთი იხდის. ამით უბიძგებენ ქართველ ბიზნესს, რომ დაასაქმოს არარეზიდენტი, რადგან ბიუჯეტში ნაკლები გადაიხადოს. როცა ამ სეგმენტში ამდენ ხალხს უშვებ, ამით ფაქტობრივად, ადგილობრივს ტოვებ უსამსახუროდ. ჩვენივე ხელისუფლება და ბიზნესი აქტიურად საუბრობს, რომ მუშახელი აკლია და საზღვარგარეთიდან შემოყვანაა საჭირო. ბრმა უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, მიზანმიმართულად მიდის მოსახლეობის ჩანაცვლება“,
- ამბობს ნატალია ანდრონიკაშვილი, რომელიც 15 წელია მასპინძელ ბიზნესშია. ასოცირებული გიდის თქმით, საქართველოში, რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში, კანონის აღსრულების პრობლემა.

„ტურისტი, რომელიც შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში და ფულს აქ გამოიმუშავებს, ის ტურისტი აღარ არის. ამიტომ უნდა დაემორჩილოს იგივე კანონს, რასაც ადგილობრივი. მაგალითად, საქართველოს მოქალაქე მძღოლი თუ გადის უამრავ შემოწმებას და ტექდათვალიერებას, სხვა ქვეყნის მოქალაქე დადის წლების წინ ვადაგასული მართვის მოწმობით. ზოგს უფლება აღარ აქვს აქ ყოფნის, არავინ არავის ამოწმებს. ჩვენთან შემოსული არაერთი რუსი ნამყოფია აფხაზეთში. კანონები გვაქვს, მაგრამ სურვილი არ არის ამ კანონის აღსრულების. ტურისტული გილდიის სახელით გვიწევს გიდების, მძღოლების, მცირე სასტუმროების და კაფეების ინტერესების დაცვა“.

2023 წელს რუსი ტურისტების ზრდა ფიქსირდება ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრშიც. ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წელს ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ 32 790 ვიზიტორი აღრიცხა, აქედან 28 100 იყო ადგილობრივი დამთვალიერებელი, ხოლო 4 690 უცხოელი.
  • ისრაელი - 1 084 ვიზიტორი;
  • გერმანია - 859 ვიზიტორი;
  • რუსეთი - 636 ვიზიტორი;
  • საფრანგეთი - 233 ვიზიტორი;
  • პოლონეთი - 229 ვიზიტორი;
  • ნიდერლანდები - 195 ვიზიტორი;
  • საუდის არაბეთი - 177 ვიზიტორი;
  • დიდი ბრიტანეთი - 128 ვიზიტორი.
თუ გასულ წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს უფრო მეტი ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობდა, მიმდინარე წელს უცხოელი სტუმრების რაოდენობა გაცილებით მეტია. 6 თვის მონაცემებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს 4 069 ვიზიტორი ეწვია, აქედან 1 836 საქართველოს მოქალაქე, ხოლო 2 233 უცხოელი. საერთაშორისო ვიზიტორებს შორის პირველ ადგილზე რუსეთია.
  • რუსეთი- 506 ვიზიტორი;
  • გერმანია - 382 ვიზიტორი;
  • ისრაელი - 275 ვიზიტორი;
  • საუდის არაბეთი - 100 ვიზიტორი;
  • აშშ - 74 ვიზიტორი.
რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და ვიზიტორების მოზიდვას „სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ ცდილობს. DMO ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და USAID Zrda პროექტის ფარგლებში 2019 წელს დაფუძნდა. შესაბამისად, აქტივობებსაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გეგმავს. მათი მიზანი ქვეყნის შიგნით და გარეთ რეგიონის ტურისტული პოტენციალის მარკეტინგია. მონაწილეობენ გამოფენებში, თანამშრომლობენ ტურისტულ ობიექტებთან, აწყობენ პრესტურებს. DMO-ს მარკეტინგის მენეჯერიან. თქმით, მათი პრიორიტეტი აშშ და ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ვიზიტორები არიან.

“ჩვენი ორიენტირი არის მაღალბიუჯეტიანი და პასუხისმგებლიანი ტურისტი. წელი დავიწყეთ ფინეთში გამოფენაში მონაწილეობის მიღებით, ვიფიქრეთ, რომ ეს ძალიან პრიორიტეტული გამოფენა იქნებოდა ჩვენთვის, რადგან სკანდინავიური ქვეყნებისთვის მასშტაბურ გამოფენად ითვლება. შედეგი იყო ის, რომ ინფლუენსერები გავიცანით და პრესტურზე მოვიწვიეთ ერთ-ერთი მათგანი. იმედი გვაქვს, რომ ამ კამპანიასაც თავისი ეფექტი და შედეგი ექნება. იმ ხუთეულში, რომელი ქვეყნებიც ლიდერობენ, არის ევროპის ქვეყნებიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რეგიონში სეზონი ახლა იწყება და ამ თვეებში უფრო მეტი ვიზიტორი იქნება”
, - ამბობს თეონა ჟუჟუნაძე, „სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი.

ტურისტთა ყველაზე დიდი ნაწილი საქართველოს მესამე კვარტალში სტუმრობს. შედარებისთვის, თუ 2021 წლის ამ პერიოდში რუს ტურისტთა რაოდენობამ 29.2 ათასი შეადგინა, 2022 წლის იგივე პერიოდში, მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ქვეყანაში შემოსული უცხოელი ვიზიტორებიდან 147.9 რუსეთის მოქალაქე იყო.

“ტურიზმით შენიღბული ქვეყნის ოკუპაცია“, - ასე უწოდებენ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ რაოდენობას ახალციხელები. ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამაში პრობლემას ვერ ხედავს, სინამდვილეში კი რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ ტურისტული მიზნებით არ ჩამოდიან. ისინი ყიდულობენ უძრავ ქონებას, არეგისტრირებენ ბიზნესს და მათ შემოსვლას ქართულ ბაზარზე ფასების ცვლილებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 15 წლის შემდეგ, 2023 წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმა. 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში. საქართველომ რუსულ ავიაკომპანია Azimuth-ს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენის ნებართვა მისცა. ქართული Georgian Airways-ი გახდა მეორე ავიაკომპანია, რომელმაც დაიწყო პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის.
Facebook Twitter
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 17 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
ასპინძა 11 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 15 °C
img
თბილისი 19 °C
img
აბასთუმანი 11 °C
img
ბაკურიანი 10 °C
img
ნინოწმინდა 10 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8440
EUR
EUR
1
2.8713
RUB
RUB
100
2.9096
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6760
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinstarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelerbahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000time in londonCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibom giriş casibomhttps://repository.unisfat.ac.id/css/styles/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinmarsbahisnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobet girişcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisçanakkale habersigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingbetparkgrandpashabet+18 filmvbetcasino levantholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10imajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwingrandpashabetMatadorbetjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpasbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetmeritkingbetkanyon twittermarsbahispusulabet7slotsbets10kadiköy travestiSahabetgrandpashabetSahabetbetturkeyholiganbetholiganbetThesakultahodeonbetbettiltrestbetgoldenbahismeritkingmarsbahismarsbahisgoldenbahisholiganbethttps://twitter.com/sultanbozum1zbahisSahabetgoldenbahisxslottarafbetgrandpashabetbaywincasibomTarafbetTarafbetpiabellacasinobetebetqueenbetinterbahistrbetimajbetqueenbetqueenbet girişbetvolelimanbetlimanbet giriş