სამცხე-ჯავახეთში 20-ზე მეტი სკოლა და ბაღი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა
კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, სამცხე-ჯავახეთში სკოლები და ბაღები სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ონლაინ სწავლობენ ადიგენში, ასპინძაში, ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლების - აბასთუმნის, ბოლაჯურის, ლელოვანის საჯარო სკოლების თითო კლასი.
ასპინძის მუნიციპალიტეტში - დაბა ასპინძის, სოფლების - ნიჯგორის, ნაქალაქევისა და დამალის საჯარო სკოლებში თითო კლასი, ასევე დაბა ასპინძის ორი საბავშვო ბაღი.
ახალციხის მუნიციპალიტეტში - ქალაქ ახალციხის N5, N6 და სოფელ საძელის საჯარო სკოლები სრულად. სოფელ სვირის სკოლაში ერთი კლასი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში - ქალაქ ბორჯომის N3, N4, N6 და დაბა წაღვერის საჯარო სკოლები ნაწილობრივ.
ქალაქ ახალქალაქის N1, სოფლების - აბულისა და ვაჩიანის საჯარო სკოლები. სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღი.