ჯანდაცვა
,,მაღალხარისხიანი დიალეზი ადამიანს 25 წლამდე უხანგრძლივებს სიცოცხლეს" – გიორგი ურუშაძე (R)
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს, ერთდროულად 11 ისეთი პაციენტის მიღება შეუძლია, რომელსაც თირკმლის

ქრონიკული დაავადებების ბოლო სტადია აქვთ. კლინიკაში დამონტაჟებულია უახლესი აპარატურა, რომელიც დიალეზის საჭიროების მქონე ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას აძლევს მომსახურება ახალციხეში მიიღოს.

ჰემოდიალეზის განყოფილების გამგის გიორგი ურუშაძის განმარტებით, ეს არის ერთადერთი ცენტრი სამცხე–ჯავახეთში, რომელიც თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის მკურნალობასთან ერთად, პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მედიკამენტებსა და გამოკვლევების სერვისსაც სთავაზობს.

დიალეზით მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება და იგი საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა -აცხადებს მედიცინის მენეჯერი ვასილ ბალახაშვილი

| Print |