ჯანდაცვა
ახალციხეში ნეფროლოგი უფასო კონსულტაციებს და კვლევებს ჩაატარებს (R)
"ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში" თირკმელის ქრონიკულ დაავადებებთან დაკავშირებით, ღია კარის დღეები იმართება.
18 ოქტომბერს, მედპერსონალისთვის საინფორმაციო სახის ლექცია ჩატარდა.

19 და 20 ოქტომბერს, მსურველებს ნეფროლოგი უფასოდ გასინჯავს. საჭიროების შემთხვევაში პაციენტს ანალიზებსა და ექოსკოპიურ კვლევასაც უფასოდ გაუკეთებენ. კონსულტაციებს ევექსის ქსელის წამყვანი ნეფროლოგები ჩაატარებენ.

თირკმლის ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაზე მყოფ პაციენტებს, ჰემოდიალეზით მკურნალობენ.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, დიალეზის სერვისი ხელმისაწვდომი რამდენიმე თვის წინ გახდა. მანამდე კი პაციენტებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან, ბორჯომში ჩასვლა უხდებოდათ.

ამ ეტაპზე, თირკმლის ჩანაცვლების პროგრამას, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, 12 პაციენტი გადის.

| Print |