situs toto slot
28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა
ჯანდაცვა
28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა
28 ივლისს ახალციხის ციხის ტერიტორიაზე C ჰეპატიტსა და აივ ინფექცია/შიდსზე უფასო სკრინინგი ჩატარდება.

ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ.

ჰეპატიტის მსოფლიო დღის თარიღი - 28 ივლისი, შეირჩა ნობელის პრემიის ლაურეატისა და B ჰეპატიტის ვირუსის აღმომჩენის (აღმოაჩინა 1967 წელს) ბარუხ სამუელ ბლუმბერგის დაბადების დღის საპატივსაცემოდ.

აღნიშნულ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ეფექტური ქმედებები, რაც ხელს შეუწყობს დაავადების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებასა და ინფექციის ახალი შემთხვევების პრევენციას.
| Print |