ჯანდაცვა
მსოფლიო დღენაკლულ ბავშვთა დღეს ახალციხელი ტყუპებიც შეუერთდნენ
ახალციხელი თეონა გოგოლაური ერთი წლის წინ სამი ტყუპის დედა გახდა. მისმა შვილებმა 1.200 კილოგრამით დაიწყეს სიცოცხლე.

დღენაკლულს უწოდებენ ორსულობის მე-40 კვირას დაბადებულ ახალშობილს, რომლის სხეულის მასაა 1 000-2 500 გრამი, ხოლო სიგრძე - 35-40სმ.

დღენაკლულად ითვლება ახალშობილი, თუკი ორსულობის (გესტაციის) 37-ე კვირაზე ადრეა დაბადებული , იწონის 2 500გ-ზე ნაკლებს და სიგრძე 45 სმ-ზე ნაკლებია.

გამოყოფენ დღენაკლულობის ტიპებს:
  • მსუბუქ დღენაკლულობას: გესტაციის 33-37 კვირა
  • ღრმა დღენაკლულობას: გესტაციის 28-32 კვირა
  • ექსტრემალურად ღრმა დღენაკლულობას: გესტაცის <28 კვირა
დღენაკლული ბავშვების დღეს ახალციხელი კაპერსკებიც უერთდებიან. სამი ტყუპის დედა თეონა გოგოლაური "მეცხრე არხთან" მის გამოცდილებაზე საუბრობს.

"როცა შენი შვილები დღენაკლულები, რაღა თქმა უნდა ეს დღე უკვე 2 წელია უმნიშვნელოვანესია ჩვენს ცხოვრებაში.
ტყუპებმა 1.200 კილოებით დაიწყეს სიცოცხლე (პატარა ნაბიჯებით,დიდი მიზნებისკენ),
ბევრი სირთულე გაიარეს და ყველაზე, ყველაზე ძლიერები არიან..

როცა დღენაკლული ბავშვის დედა ხარ, შენთვის დრო მართლაც ბავშვის გრამებით იზომება...
მარტივი არაა ეს გზა და ყველა დღენაკლულის დედას, ვინც ახლა გადის იმ გზას რაც ჩვენ შარშან გავიარეთ, ვუსურვებ მხნეობას, იმედს და ღვთის შემწეობას. NICU-ს პატარებს კი თავიანთ დედიკოებთან მალე ჩახუტებას..

არ შემიძლია განსაკუთრებით ამ დღესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა არ გადავუხადო იმ სამედიცინო პერსონალს, რომელიც იბრძვის ამ ბავშვების სიცოცხლისთვის. ეს არის უდიდესი შრომა, ზრუნვა და უბრალოდ უდიდესი სიკეთე.

ყველა დღენაკლულს და მათ მშობლებს ვულოცავ დღევანდელ დღეს"
- ამბობს თეონა გოგოლაური.
დღენაკლულ ბავშვებს ხშირად სუსტად აქვთ გამოხატული ძირითადი ინსტინქტები, დაქვეითებულია კუნთთა ტონუსი, არ შეუძლია დამოუკიდებლად სხეულის ტემპერატურა შენარჩუნება და წოვა.რადგანაც დღენაკლული ახალშობილების დაბადებისას მათი სხეულის ზრდა-განვითარება არ არის დასრულებული, ამიტომაც ისინი აუცილებლად საჭიროებენ ადექვატურ საკვებს, მუცლად ყოფნის განვითარების დროს შექმნილი დეფიციტის შესავსებად.

ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით - თუ ახალშობილის გესტაციის ასაკი ნაკლებია 22 კვირაზე და ნაყოფის მასაა 500გ -ზე ნაკლები ნაყოფი უკვე სიცოცხლისუნარია .

დღენაკლულობის სტატისტიკა:


აშშ-ში დაახლოებით 12,8%

საფრანგეთში - 25%, ხოლო

ინგლისში 30%-მდეა,

საქართველო-7 %.

ყოველწლიურად მსოფლიოში 13 მილიონი ბავშვი იბადება გესტაციის 34 კვირაზე ადრე.
| Print |