ჯანდაცვა
გასულ წელს 70 ექიმს სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა, ხოლო 6 ექიმს საერთოდ გაუუქმდა
გასულ წელს 70 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა, ხოლო 6 ექიმს - საერთოდ გაუუქმდა. ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის მუშაობის ანგარიშშია აღნიშნული.

„პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 140 საკითხი (426 ექიმი, მათ შორის, ერთ ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა ორ საექიმო სპეციალობაში; აღნიშნულიდან გამომდინარე, 426 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა 427 შემთხვევაში).

საბჭოს მიერ გადაიდო 39 ექიმის საკითხი. პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა 121 ექიმს.

267 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა; მათ შორის, 191 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 70 ექიმს (1 თვით - 25 ექიმს; 2 თვით - 11 ექიმს; 3 თვით - 13 ექიმს; 6 თვით - 21 ექიმს); სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა 6 ექიმს,“
- ნათქვამია დოკუმენტში.
| Print |