ჯანდაცვა
სოფლები პირველადი ჯანდაცვის გარეშე - რეგიონში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა
ბაკურიანის ოჯახის ექიმებმა 12 წელი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე იმუშავეს, ავარიულ შენობაში, რომელშიც ბოლოს აღარც აპარატურა ჰქონდათ და აღარც მედიკამენტები. ექიმები დახმარებას წლებია ითხოვდნენ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ ისინი ალტერნატიულ ფართში მხოლოდ ახლახან გადაიყვანა. რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ბაკურიანის ამბულატორიის მდგომარეობა „მეცხრე არხმა“ გადაიღო.

ოჯახის ექიმის გუციათ ისაკოვის თქმით, გადაღებიდან დაახლოებით ერთ კვირაში, ამბულატორიას ერთი ოთახი „ბაკურიანის ჯანდაცვის ცენტრში“ დაუთმეს. თუმცა ამით პრობლემა არ ამოწურულა - კურორტზე, რომელიც სეზონურად ათასობით დამსვენებელს მასპინძლობს, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გართულებულია.

„მეცხრე არხი“ ბაკურიანში 14 სექტემბერს იმყოფებოდა და ჯერ კიდევ იმ ძველ შენობაში შეხვდა პედიატრ გუციათ ისაკოვს, რომელიც 41 წელია დაბა ბაკურიანის ოჯახის ექიმია.

ისედაც ავარიული ამბულატორია, უკვე ნგრევის პირას იყო, არ ჰქონდათ წყალი, ელექტროენერგია, გათბობა, არ მუშაობდა კანალიზაცია. სახურავიდან წვიმა ჩადიოდა. არც ავეჯი იდგა, ამიტომ ორ ექიმს პაციენტების მიღება ერთ კაბინეტში უწევდა. აქ სიტუაცია ზამთარში კიდევ უფრო მძიმდებოდა. ერთი ღუმელით მხოლოდ პატარა ოთახის გათბობას ახერხებდნენ, შეშას კი საკუთარი ხელფასიდან ყიდულობდნენ.

ამბულატორიას არც სამედიცინო ინვენტარი ჰქონდა, ამიტომ პაციენტებს მხოლოდ ზედაპირულად სინჯავდნენ, მიმართვებს უწერდნენ და ბავშვებს გეგმურ აცრებს უტარებდნენ.

„საერთაშორისო კურორტს პირველადი ჯანდაცვის რგოლი ფაქტობრივად არ აქვს. ოლიმპიური ქალაქია და ამბულატორიის შენობა არ არსებობს. კვლევებზე და ექიმებთან ვაგზავნით ბორჯომში, ხაშურში ან გორში. აი, რეანიმობილი დგას გარეთ, ელოდება პაციენტს, სოკოთი მოწამლული ადამიანია და უნდა გადაიყვანონ სადმე“, - ამბობს გუციათ ისაკოვი.

მისი თქმით, ბაკურიანელმა ექიმებმა დახმარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა სამედიცინო პერსონალს მდგომარეობის გაუმჯობესების დაპირებაც კი არ მიუღიათ.

იმის გამო, რომ ოჯახის ექიმის ხელფასი ძალიან მცირეა გუციათ ისაკოვი სასწრაფო დახმარების ექიმადაც მუშაობს. არც აქ არის უკეთესი მდგომარეობა. ამბობს, რომ ზაფხულის და ზამთრის სეზონზე, როცა კურორტზე დამსვენებლები ჩადიან, გამოძახების რაოდენობა მნიშვნელოვნად იმატებს. მათთან დღეში საშუალოდ, 30 შეტყობინება შედის. ზაფხულში ბაკურიანსა და მიმდებარე სოფლებში სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი მუშაობს. კურორტზე ამბობენ, რომ გაზრდილი მოთხოვნის გამო, სასწრაფო დახმარება ხშირად აგვიანებს. ასეთ დროს სასტუმროს მეპატრონეები ან დამსვენებლები იძულებულნი არიან, პაციენტი საკუთარი ტრანსპორტით წაიყვანონ ბორჯომში ან ხაშურში.

„ექიმები ფიზიკურად ვერ ასწრებენ ყველასთან მისვლას. ორი დღის წინ მქონდა შემთხვევა, დამსვენებელი იყო ძალიან ცუდად. ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ საათნახევარი ვერ მოვიდოდა სასწრაფო, მომიწია მანქანით წაყვანა. მანამდე ბავშვი მოიწამლა, სასწრაფო მოვიდა, მაგრამ ექიმი არ ჰყავდათ კლინიკაში და მომიწია ჩემივე ტრანსპორტით ბორჯომში წაყვანა, რადგან თავად ვერ შეძლეს გადაყვანა. კიდევ ერთი შემთხვევა იყო, როცა ბავშვს ყბა ამოუვარდა და მოგვიწია ხაშურში წაყვანა. ადგილზე ფიზიკურად ვერ ვუწევთ მომსახურებას“, - ამბობს ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერი ირაკლი გოგუაძე.

„სეზონზე ბაკურიანში ძალიან ბევრი ხალხია. საავადმყოფოში რაც შეუძლიათ ყველანაირად ეხმარებიან. თუ რთული პაციენტია, გამოიძახებენ ბრიგადას და აგზავნიან სადმე. ბევრი ხალხი რომ არის, სასწრაფო დახმარებამ შეიძლება ვეღარ მოასწროს ყველასთან დროულად გასვლა, ძალიან დატვირთულები არიან. არის შემთხვევები, რომ დამსვენებლები თავიანთი მანქანით მიდიან საავადმყოფოში, ბევრია ასეთი, თუ არა და ელოდებიან სასწრაფოს“, - გვიხსნის ადგილობრივი ქეთო გვარამაძე.

იმის გამო, რომ ბაკურიანში ამბულატორიული მომსახურების მიღება სულ უფრო რთულდება, პაციენტებისთვის პირველადი, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა შპს „ბაკურიანის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ უწევს. აქ პაციენტებს ზოგიერთი ანალიზის გაკეთება შეუძლიათ. სამედიცინო დაწესებულებას აქვს ტრავმატოლოგიური და პედიატრიული განყოფილება, დაყოვნების ოთახი, ამიტომ სასწრაფო დახმარების ჯგუფს პაციენტი აქ მიჰყავს, თუმცა აქაც ექიმების და სერვისების დეფიციტია.

„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში ფაქტობრივად, ექიმები არ არიან. ერთადერთი, რაც შეუძლიათ, გადასხმის გაკეთებაა. წლებია ამბობენ, რომ ვეცდებით მოვაგვაროთ, მაგრამ ჯერ არაფერი მოგვარებულა“,
- გვითხრა ირაკლი გოგუაძემ.
ბაკურიანის ჯანდაცვის ცენტრი

დამსვენებლები და ადგილობრივი მოსახლეობა ბაკურიანში სასწრაფო დახმარების ჯგუფების დამატებას და პირველადი სამედიცინო რგოლის გამართვას ითხოვენ.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველწლიურად ძალიან ბევრი ადამიანი და მით უმეტეს, ბავშვი ისვენებს ბაკურიანში, აუცილებელია სასწრაფო დახმარების უკეთ მობილიზება, ტრავმატოლოგი, ადგილობრივი პედიატრი, რომელიც 24 საათის განმავლობაში დაეხმარება პაციენტებს“, - ამბობს დამსვენებელი ნინო ფულარიანი.

„ჩემთვის, როგორც ოთხი შვილის დედისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი, გადაუდებელი დახმარების შესაძლებლობა იყოს ადგილზე. მთა არის, შეიძლება გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდეს და სხვა ქალაქში წასვლა არ უნდა გვიწევდეს, უმჯობესია ადგილზე იყოს ეს მომსახურება“
, - გვეუბნება სალომე გუგუჩია,რომელიც ბაკურიანში შვილებთან ერთად ისვენებს.

რატომ არ ჰქონდა ოლიმპიურ ქალაქს პირველადი ჯანდაცვის გამართული სისტემა და როდის მოწესრიგდებოდა ბაკურიანის ამბულატორია - ამის გარკვევას ჯანდაცვის სამინისტროში კვირაზე მეტხანს ვცდილობდით და მომზადებული მასალაც მათი პასუხის მოლოდინში არ გამოვაქვეყნეთ. უწყების პრესსამსახურმა პასუხი მხოლოდ ახლა დაგვიბრუნა და გვითხრა, რომ ამბულატორიის თანამშრომლები ავარიულ შენობაში აღარ არიან და მუშაობას სხვა მისამართზე აგრძელებენ.

სამინისტროში არც რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე აკეთებენ კომენტარს. პრესსამსახურს ვკითხეთ, რა გეგმა აქვს სამინისტროს სოფლებში, სადაც ამბულატორია არ არის, თუმცა ამ დრომდე არც ამ კითხვებზე უპასუხიათ.

ბაკურიანისგან განსხვავებით, ახალციხის სოფელ გურკელს არც ამბულატორია აქვს და არც ოჯახის ექიმი ჰყავს ადგილზე. მოსახლეობას ექიმის კონსულტაციის მიღება ხუთი კმ.-ით დაშორებულ სოფელ აგარაში უწევს. აგარის ამბულატორია კი ხუთ სოფელს ემსახურება - ზიკილიას, საყუნეთს, აგარას, წინუბანს და გურკელს. თემს ერთი ექიმი ჰყავს, რომელიც ამბულატორიაში კვირაში ორჯერ მიდის.

„სოფლის ექიმი რომ ხარ, წელიწადში ორ-სამჯერ მაინც ხომ უნდა ახვიდე ქრონიკულ პაციენტებთან? ხალხს ხომ უნდა დაენახო, რომ შენ ხარ მათი ექიმი? მე თვალით არ მყავს ნანახი“, - გვეუბნება სოფელ წინუბანში მცხოვრები გიორგი ზაზაძე.

წინუბანი გურკელის მეზობლად მდებარეობს, აქ არის სამედიცინო პუნქტი, სადაც სოფლის მოსახლეობას შეუძლია ექთნის მომსახურება მიიღოს. სამედიცინო პუნქტი ერთი პატარა ოთახია, სადაც ორი სკამი, მაგიდა და ძველი ტუმბო დგას. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ პუნქტში არც პირველად დახმარებისთვის აუცილებელი სამედიცინო ინვენტარია და არც შესაბამისი მედიკამენტები.

„კაცს რომ ხელი გაეჭრას, ექთანს ბინტი, პირველადი დახმარების მედიკამენტები ხომ უნდა ჰქონდეს? წნევის გაზომვა რომ დასჭირდეს, ხომ უნდა დაგეხმაროს? არაფერია, სტერილურ ნივთებზე საუბარი ზედმეტია. ინვენტარი მოგვიტანონ და მეტ-ნაკლებად განიმუხტება სასწრაფო დახმარების ჯგუფები და ქალაქის საავადმყოფოები“, - გვითხრეს სოფელში.

ოფიციალური მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთი, ექთნების და ექიმების რაოდენობით, საქართველოში ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ შიდა ქართლს უსწრებს. სფეროს სპეციალისტების თქმით, პრობლემაა თბილისსა და რეგიონებში სამედიცინო კადრების არათანაბარი გადანაწილება. თბილისს, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 30% ცხოვრობს, დაახლოებით, 15 000 ექიმი ემსახურება. ქვეყნის მოსახლეობის დანარჩენ 70%-ს კი მხოლოდ 8 000 ექიმი. ექიმების უმეტესობა თბილისშია დასაქმებული მაშინ, როდესაც ზოგიერთ რეგიონში ექიმების და საექთნო პერსონალის ნაკლებობაა.

„ექიმების უმეტესობა თბილისსა და დიდ ქალაქებშია თავმოყრილი. მათ უნდა ჰქონდეთ მთელი რიგი სამოტივაციო სქემები, რომ წავიდნენ რეგიონებში. ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს, რომ დროებით მაინც ჩავიდეს სამედიცინო პერსონალი სოფლად. ამას დროულად უნდა მიექცეს ყურადღება“, - ამბობს ნინო მირზიკაშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი. ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე უმცირესობების ხელმისაწვდომობა და რეგიონში არსებული გამოწვევები ბოლოს 2023 წლის ივნის-ივლისში შეისწავლა. კვლევის ფარგლებში, USAID-ის პროექტის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში შეხვედრები ჩატარდა ექიმებთან, კლინიკის დირექტორებთან და სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან. ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ამბობს, რომ კვლევამ პირველადი ჯანდაცვის სისტემის არაერთი ხარვეზი გამოავლინა, მათ შორის ყველაზე საყურადღებო სოფლად ექიმების რაოდენობაა.

„ოჯახის ექიმი ყველაზე დაბერებადი პროფესიაა. საშუალო ასაკი 65-70 წელია, განსაკუთრებით სოფლად. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან რამდენიმე წელიწადში ექიმები ფიზიკურად ვეღარ გვეყოლება ადგილზე. არ აბარებენ საოჯახო მედიცინის ფაკულტეტზე, რადგან არაპოპულარული, ნაკლებანაზღაურებადი პროფესიაა. საქართველოში ძალიან მწვავე დეფიციტია კვალიფიციური ექთნების და რეგიონში ეს დეფიციტი კიდევ უფრო იგრძნობა. კვლევის შედეგად, პირველადი ჯანდაცვის სისტემის სისუსტე გამოიკვეთა როგორც ადამიანური რესურსების, ისე ინფრასტრუქტურის მხრივ. ბევრ ამბულატორიაში წყალი ჩადის, არ არის კანალიზაცია და ბევრი ტექნიკური პრობლემაა. განსაკუთრებით სოფლად, რაც ძალიან პრობლემურია ადგილობრივებისთვის. ზოგ შემთხვევაში, ოჯახის ექიმი მხოლოდ ფურცელზეა და სოფლის ამბულატორიაში მხოლოდ ექთანია. ექიმი ვერ ახერხებს მისვლას, ხან ტრანსპორტის პრობლემაა და ხან სხვა“,
- გვითხრა ნინო მირზიკაშვილმა.

სოფლის ამბულატორიები თვითმმართველობის ბალანსიდან ჯანდაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ მართვაში ერთი წლის წინ გადავიდა. სოფლის ექიმების კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში ამბობს, რომ სისტემა ჯერ კიდევ გამართვის პროცესშია. კახა ბერიძის თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტში 23 ამბულატორიაა. ამის გარდა არის სამედიცინო პუნქტები, ე.წ. ექთნის ოთახები, რომლებიც ორგანიზაციას ჯერ არ აქვს აღრიცხული. მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რეგიონში ოთხი ამბულატორიის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, აქედან ორი ადიგენში, თითო-თითო კი ასპინძასა და ბორჯომში.

„ახალციხეში ბევრი ახალი ამბულატორიაა, სვირის ან წყრუთის ამბულატორია შეიძლება დაემატოს სარეაბილიტაციო ამბულატორიების ნუსხას ძალიან მალე. შემდეგი იმის მიხედვით შეირჩევა, სადაც მეტი საჭიროებაა“,
- ამბობს კახა ბერიძე. მისი ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში 19 სოფლის ექიმია. სამედიცინო პერსონალის დეფიციტის გამო, ექიმების უმეტესობა რამდენიმე ადგილზე მუშაობს.

„როცა ხელშეკრულებას ვაფორმებთ, ექიმი თვითონ ირჩევს კვირაში სამდღიან, ან ხუთდღიან რეჟიმს. თუ ხუთდღიანი აქვს, მაშინ ექიმი ამბულატორიაში უნდა იყოს ყოველ დღე 4 საათით, თუ სამდღიანი აქვს, მაშინ 7 საათის განმავლობაში. (კვირაში 20 საათი). ითვლება, რომ ეს არის მათი სრული განაკვეთი. რადგან ექიმების დეფიციტია, თავად ექიმი ირჩევს გრაფიკს მისი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე. არ აქვთ შეზღუდვა კვირის რომელ დღეებში იქნებიან, შაბათ-კვირასაც შეუძლიათ, მაგრამ ექთანი სულ უნდა იყოს ამბულატორიაში“.

„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ წარმომადგენლის და კვლევის შედეგებს, რომ სოფლად ექიმების ნაკლებობაა, ამყარებს ოფიციალური მონაცემები. მაგალითად, საქართველოში ამბულატორიის ერთი ექიმი წელიწადში საშუალოდ, 1 062 პაციენტს იღებს, ანუ დღეში დაახლოებით ოთხს, ლიტვაში კი წელიწადში 5 944 პირს ემსახურება, რაც დღეში საშუალოდ 24 პაციენტია.

სფეროს სპეციალისტების თქმით, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის, სხვა დანარჩენთან ერთად მნიშვნელოვანია განვითარებული სამედიცინო და სოციალური ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური ტრანსპორტი.
Facebook Twitter
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 11 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 14 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 13 °C
img
აბასთუმანი 11 °C
img
ბაკურიანი 8 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8440
EUR
EUR
1
2.8713
RUB
RUB
100
2.9096
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6760
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinstarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelerbahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000time in londonCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibom giriş casibomhttps://repository.unisfat.ac.id/css/styles/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinmarsbahisnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobet girişcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisçanakkale habersigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingbetparkgrandpashabet+18 filmvbetcasino levantholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10imajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwingrandpashabetMatadorbetjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpasbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetmeritkingbetkanyon twittermarsbahispusulabet7slotsbets10kadiköy travestiSahabetgrandpashabetSahabetbetturkeyholiganbetholiganbetThesakultahodeonbetbettiltrestbetgoldenbahismeritkingmarsbahismarsbahisgoldenbahisholiganbethttps://twitter.com/sultanbozum1zbahisSahabetgoldenbahisxslottarafbetgrandpashabetbaywincasibomTarafbetTarafbetpiabellacasinobetebetqueenbetinterbahistrbetimajbetqueenbetqueenbet girişbetvolelimanbetlimanbet giriş