ჯანდაცვა
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში დიალეზით მკურნალობა დაიწყო (R)
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს, დღეიდან სამკურნალოდ, თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებმაც

შეუძლიათ მიმართონ. კლინიკაში უახლესი აპარატურა დამონტაჟდა, რომელიც დიალეზის საჭიროების მქონე ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს მომსახურება ახალციხეში მიიღოს. პროცედურა იმ ადამიანებს უტარდებათ, რომლებსაც თირკმლის ქრონიკული დაავადებების ბოლო სტადია აქვთ.

ნეფროლოგ კონსტანტინე გვალიას განმარტებით, ეს არის ერთადერთი ცენტრი სამცხე–ჯავახეთში, რომელიც თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის მკურნალობასთან ერთად, პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მედიკამენტებსა და გამოკვლევების სერვისსაც სთავაზობს.

დიალეზით მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს ერთდროულად 12 პაციენტის მიღება შეუძლია.

| Print |