ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ბაგა-ბაღებსა და სკოლებს
წითელას გავრცელების შესაჩერებლად, ჯანდაცვის სამინისტრო ბაგა–ბაღებისა და სკოლის დირექციას, რეკომენდაციებით მიმართავს.

სამინისტროს მიერ გაცემულ ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ 2017-2018 წლებში ქვეყნის მასშტაბით წითელას შემთხვეევების მნიშვნელოვანი მატება შეიმჩნევა. ამის გამო, პრევენციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები უნდა გატარდეს.

"აღსაზრდელების წითელას საწინააღმდეგო აცრის სტატუსის განსაზღვრა დაწესებულებაში არსებული „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის“ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N მე-4 -100/ა) მიხედვით. ხოლო დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში, მოძიებულ იქნას სათანადო ინფორმაცია;

ყველა აუცრელი ან არასრულად აცრილი აღსაზრდელის მშობლისთვის ინფორმაციის მიწოდება აცრის ჩატარების აუცილებლობის შესახებ და აცრის დამადასტურებელი ცნობის დაწესებულებაში წარდგენის მოთხოვნა;

აღსაზრდელის მიერ სააღმზდელო პროცესის გაცდენის რეალური მიზეზის დადგენა, წითელას შესაძლო შემთხვევების გამოსავლენდა;

დაწესებულებეში წითელას გამოვლენის შემთხვევაში შეტყობინების გაგზავნა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, კონტაქტში მყოფი პირების ასაცრელად;

ვირუსული დაავადების რომელიმე საჭვო ნიშნის არსებობისას აღსაზრდელის/პედაგოგის )თანამშრომლების) არდაშვება დაწესებულებაში",
- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ინსტრუქციაში.
| Print |