ჯანდაცვა
ავარიისას დაშავებული მოზარდი თბილისში გადაჰყავთ
10 წლის ბიჭი, რომელსაც მანქანამ ახალციხის ცენტრალურ პარკთან დაარტყა, თბილისში საოპერაციოდ გადაჰყავთ.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოზარდს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა, რითაც კისრისა და თავის დაზიანება გამოირიცხა.

ვასილ ბალახაშვილის თქმით, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ბიჭს სხეულზე რამდენიმე დაზიანება აღენიშნება.

"სახეზე ექსკორიაციები აქვს. შუბლის მიდამოში ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება. არის მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურის და ლავიწის ძვლის მოტეხილობა. ლავიწზე ოპერაციაა საჭირო, ამიტომ პაციენტი თბილისში გადაგვყავს", – განაცხადა კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა ვასილ ბალახაშვილმა.

10 წლის მოზარდს ავტომობილი ქვეითთა გადასასვლელზე დაეჯახა.
| Print |