ჯანდაცვა
უფასო სკრინინგი – კიბოს განვითარების რისკის შემცირება (R)
უფასო, უმტკივნეულო და მარტივი პროცედურა, რომელიც კიბოს განვითარების რისკს 93%–ით ამცირებს.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება.

სამცხე–ჯავახეთში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, სამედიცინო დაწესებულებაში პროსტატის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეუძლიათ.

სპეციალისტების განმარტებით, კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსახლეობის დროული სკრინინგი და სწორი დიაგნოსტირებაა, რაც ხელს უწყობს ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადებების განკურნებას.

პროსტატის კიბოს ნიშნებს სისხლის ანალიზით იკვლევენ, ბიოლოგიური მასალით ხდება სწორი ნაწლავის და საშვილოსნოს ყელის კიბოს საწყისი პერიოდის დადგენაც. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, უფასოა ბიოფსია და დამატებითი კვლევები. პროცედურები უახლესი აპარატურით ხორციელდება.

| Print |
თეგები: სკრინინგი /