ჯანდაცვა
იმუნიზაციის კვირეული ახალციხეში
აცერი და დაიცავი – ამ სლოგანით საქართველოში იმუნიზაციის კვირეული მიმდინარეობს. კვირეული მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის

იმუნიზაციის მნიშვნელობის შეხსენებასა და ცნობიერების ამაღლებას. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, საქართველოში, ბავშვთა და მოზარდთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში ბროშურები დაარიგეს.

კვირეული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს მიერ არის ორგანიზებული და ყოველწლიურად ტარდება.

წელს იგი 23 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით როგორც საქართველოში, ასევე ევროპის მრავალ ქვეყანაში, იმართება.

| Print |