ჯანდაცვა
გულიკო ბექაური: ,,ქვეყანა მარტო პოლიტიკა არ არის"
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, საზოგადოების დამოკიდებულება ამ ტიპის ადამიანებისადმი, ჩაკეტილობა და არსებული სტიგმები

– ამ თემის შესახებ დღეს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგთა შეხვედრა გაიმართა, რომელიც ქვეყანაში ბოლო პერიოდში არსებულ ვითარებას მიეძღვნა.

ქვეყანა მარტო პოლიტიკა არის, ქვეყანა საზოგადოებაა – მიაჩნიათ ფსიქოლოგებს და აღნიშნავენ, რომ მათი კოალიციის მთავარი მიზანი და ინიციატივაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს ხშირ შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობა უჭირს, რის გამოც ზოგჯერ სოციალური უნარების ხელახლა დასწავლა ჭირდება, ეს კი მხოლოდ სარეაბილიტაციო ცენტრებშია შესაძლებელი.

სარეაბილიტაციო ცენტრები ბევრ რეგიონში არ ფუნქციონირებს – სწორედ ამ მიმართულებით არის სამუშაოები ჩასატარებელი – მიაჩნიათ ფსიქოლოგთა კოალიციაში.

| Print |