მედია
,,ეჭვგარეშეა, რომ “რუსთავი 2“-ის წამყვანი ჟურნალისტების სამსახურიდან ბუნდოვანი მიზეზებით გაშვება სინამდვილეში არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა" – სამოქალაქო სექტორი
რუსთავი 2 –ის ახალი ხელმძღვანელების მიერ მედიამენეჯერებისა და წამყვანების გათავსიუფლებას გამოეხმაურნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მათ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელსაც 12 ორგანიზაცია აწერს ხელს.

,,ხელმომწერი ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელის მიერ განხორციელებულ და დაანონსებულ საკადრო ცვლილებებს. კერძოდ, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ, სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ხოლო ეკა კვესიტაძეს, გიორგი გაბუნიას და გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილს შვებულებიდან დაბრუნებისთანავე დაატოვებინებს თანამდებობებს.

დღეს არხის დირექტორმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას აუწყა, რომ გიორგი გაბუნიას, გიორგი ლაფერაშვილსა და ნოდარ მელაძესთან აპირებს სამართლებრივ დავას სარეკლამო კომპანია „ინტერმედია პლუსთან“ 2015 წელს დადებული „თვალთმაქცური გარიგებების“ გამო, საიდანაც მათ თითქოს ფინანსური სარგებელი მიიღეს. მისი განცხადებით, სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული მათი გათავისუფლება, რადგან მას ვერ წარმოუდგენია, ედავოს ადამიანებს, რომლებიც ტელევიზიაში წამყვან თანამდებობებზე არიან დასაქმებულები. ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლების მიზეზად მის მიერ კომპანიის ინტერესების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება დასახელდა. ეკა კვესიტაძის გათავისუფლების საფუძველი, კი სხვა არხის დაფუძნებაში მონაწილეობა აღმოჩნდა.

საყურადღებოდ მიგვაჩნია ნოდარ მელაძის მიერ გაკეთებული განაცხადება, რომლის მიხედვითაც ორი კვირის წინ შუამავლის მეშვეობით გადმოსცეს ბიძინა ივანიშვილის გზავნილი, სადაც ითხოვდნენ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაში დახმარების აღმოჩენას. მელაძე გათავისუფლებას სწორედ ამ მოთხოვნაზე მის უარს უკავშირებს. ნანუკა ჟორჟოლიანისთვის გათავისუფლების შესახებ სალიას განცხადება მოულოდნელი იყო, რადგან მისი თქმით, წინა დღეს მასთან მომავალი სეზონის გეგმებს განიხილავდა. ჟურნალისტი არხის დირექტორის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ცნობილია, რომ ნოდარ მელაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანისთვის არხის ახალ მენეჯმენტს მათი კუთვნილი ხელფასიც არ გადაუხდიათ, რაც მათზე არაპირდაპირი ზეწოლის მცდელობადაც შეიძლება ჩაითვალოს.

ადგილობირივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს „რუსთავი 2-ის“ ახალ მენეჯმენტს, რომ არ ჩარეულიყო არხის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაში. თავის მხრივ, მენეჯმენტმაც გასცა ასეთი დაპირებები.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვირაში ახალმა მენეჯმენტმა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო არხის საინფორმაციო უფროსის და ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული საგამოძიებო გადაცემის წამყვანის ნოდარ მელაძის, პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანების ეკა კვესიტაძისა და გიორგი გაბუნიას, არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. არხიდან გაათავისუფლეს ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გასართობი გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც

ბოლო პერიოდში „რუსთავი 2“-ის ახალი მენეჯმენტი გამუდმებით მიუთითებდა არხზე არსებულ მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რითიც, კომპანიისთვის და ჟურნალისტებისთვის არამდგრად გარემოს შექმნას უწყობდა ხელს. მეორე მხრივ კი ქართულ ტელესივრცეში გამორჩეულად მაღალი რეიტინგის მქონე ტელეწამყვანები გაათავისუფლა სამსახურიდან. ეს ყველაფერი აღრმავებს ეჭვებს ამ გადაწყვეტილებების პოლიტიკურ მოტივაციებთან დაკავშირებით. ასევე, ბოლო პერიოდში არხის მიერ არსებული პოლიტიკური ვითარების კრიტიკულად გაშუქება, როგორც ჩანს, დამატებითი საფუძველი გახდა „რუსთავი 2“-ის ახალი მენეჯმენტისთვის აღნიშნული ფორსირებული გადაწყვეტილების მისაღებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე ეჭვგარეშეა, რომ “რუსთავი 2“-ის წამყვანი ჟურნალისტების სამსახურიდან ბუნდოვანი მიზეზებით გაშვება სინამდვილეში არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა.

ცალსახაა, „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ მედია გარემოზე და უარყოფით გავლენას იქონიებს, როგორც მედიის თავისუფლებაზე, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.


საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საზოგადოება და ბანკები

მედიის განვითარების ფონდი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

მწვანე ალტერნატივა

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

ლიბერალური აკადემია-თბილისი

საქართველოს ატლანტიკური საბჭო".
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.