პოლიტიკა
გაჩნდა ეჭვი, რომ "ალტ-ინფო" დაფინანსებას, რუსული წყაროებიდან იღებს - DRI
ღიად პრორუსული „ალტ-ინფოს“ მიერ პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობის“ დაფუძნების შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას, სავარაუდოდ, რუსული წყაროებიდან იღებს. ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ პარტიის ლიდერები დიდი ხნის განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ დამფინანსებლების ვინაობას, - ამის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პარტიის დაფინანსების წყაროების შესახებ საზოგადოებრივი ინტერესი გააღრმავა კონსტანტინე მორგოშიას განცხადებამ რუსეთში მოლაპარაკებებზე წასვლისა და ფინანსური რესურსის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრები პირებისგან მიღების შესახებ.

„არსებული ეჭვები გააღრმავა ასევე „ფლანგვის დეტექტორის“ განცხადებამ, რომ კონსერვატიული მოძრაობის ოფიციალური ვებგვერდის ჰოსტინგი რუსეთში მდებარეობს.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის იანვარში გაიმართა რუსეთის დუმის დეპუტატებისა და „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთობლივი კონფერენცია ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. სადაც მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატები არტიომ ვიქტორის ძე ტუროვი და კაზბეკ ტაისაევი. ტაისაევი 11 მარტს მოხვდა აშშ-ს მიერ ინდივიდუალურად სანქცირებული პირების სიაში.

ოფიციალური მონაცემებით „კონსერვატიული მოძრაობის“ შემოწირულება 2022 წლის 26 მარტის ჩათვლით 94.035 ლარია. ზეზვა ჩანქსელიანი პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველია. მან 2022 წლის 10 მარტს პარტიას 8000 ლარი შესწირა. 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზეზვა ჩანქსელიანმა ხელისუფლების მიერ ღიად მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ 1000 ლარის შემოწირულება გაიღო. ზეზვა ჩანქსელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, მურად ჩანქსელიანის ოჯახის წევრია. მურად ჩანქსელიანის დეკლარაციის მიხედვით, ზეზვა ჩანქსელიანი მასთან ერთად ფლობს ქონებას.

ზეზვა ჩანქსელიანის სახელზეა გაფორმებული არაერთი კომპანია. მათი დეტალური შემოწმების შედეგად ყურადღებას იპყრობს შპს „მშენებელი 2006“. ეს კომპანია „ქართული ოცნების“ ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გია გაზდელიანის სახელს უკავშირდება. იგი იკავებდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტსაც. 2016 წლის არჩევნების წინ, გაზდელიანმა კომპანია ჯერ სამსონ ფირცხალავას გადაუფორმა უსასყიდლოდ, შემდეგ კი ალუდა ჩანქსელიანს. დღეს კომპანიის მმართველია ალუდას ძმა, ზეზვა ჩანქსელიანი.

ზეზვა ჩანქსელიანის საკუთრებაში არსებული კომპანიებიდან ასევე აღსანიშნავია შპს „კოლხიდმშენი 2011“, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული სახელმწიფო ტენდერებში, თუმცა სამი ტენდერიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა. ამ შემთხვევაში შემსყიდველი იყო ლენტეხის მუნიციპალიტეტი, მომსახურების სავარაუდო ღირებულება კი 187 882 ლარს შეადგენდა“,
- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print E-mail
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.