პოლიტიკა
როდესაც უკრაინასა და საქართველოს შორის დაპირისპირებაა, სარგებელს მხოლოდ რუსეთი იღებს - კელი დეგნანი
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა უკრაინის დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო ღონისძიების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რითაც უპასუხა უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ელჩის თქმით, „როდესაც უკრაინასა და საქართველოს შორის რაიმე სახის დაპირისპირება არსებობს, ამისგან სარგებელს მხოლოდ რუსეთი იღებს“.

„ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის მესიჯი იმისა, რომ ჩვენ ყველა ერთად ვიდგებით და ჩვენთვის ძალის გამოყენებით ქვეყანაში შეჭრა, მისი დაბომბვა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა არის მიუღებელი.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება. ეს კარგად ასახავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას და იმ მხარდაჭერას, რომელიც აქვს უკრაინის სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს არის ძალიან პოზიტიური ნიშანი. მიხარია, რომ ასევე იყო პოზიტიური საუბარი შალვა პაპუაშვილსა და უკრაინის რადას სპიკერს შორის. როდესაც სხვადასხვა მიზეზების გამო არსებობს სხვადასხვა გაუგებრობა, ძალიან კარგია, როდესაც ასეთი საკითხები პირისპირ საუბრისას წყდება. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს ძმური მხარდაჭერა, რომელიც ქართველ ხალხს უკრაინის მიმართ ჰქონდა, კვლავ აქ არის და გრძელდება“, -
განაცხადა დეგნანმა.
Print E-mail
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.