პოლიტიკა
დღეს რომ საქართველოში მშვიდობაა, არც თუ უმნიშვნელი წვლილი მოსკოვში ჩემი და დავით თარხან-მოურავის ვიზიტმაც შეიტანა - ირმა ინაშვილი
თვეების წინ, როცა ჩვენ საჯაროდ ვსაუბრობდით ომში საქართველოს ჩათრევის საშიშროებაზე, “ქართული ოცნების” სპიკერთა ნაწილი გამყიდველებს გვეძახდა. ახლა თვითონ გვარწმუნებენ, რომ ეს საფრთხე რეალური იყო და ომი აგვაცილეს თავიდან! – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ საფრთხე კვლავ რეალურია და კარგი იქნება, თუ თვითდამშვიდებას არ მივეცემით.

,,საფრთხე კვლავ რეალურია და კარგი იქნება, თუ თვითდამშვიდებას არ მივეცემით! ომის დაწყებისას საჯაროდ ვამბობდით და ახლაც ვამბობთ: უზომოდ განვიცდით უკრაინელების ტრაგედიას და ამასთან, ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მეგობარი კი არა, ნაცმოძრაობის მეგობარია და “ქართული ოცნების “დიადი” სპიკერები კვლავ გვარწმუნებდნენ, რომ ეს, თურმე, მცდარი თეორიაა. 

ნეიტრალიტეტისკენ სწრაფვა მოღალატეობააო, ესეც “ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპერიდანაა, მაგრამ დაიმახსოვრეთ: სულ მალე მოისმენთ, რომ ნეიტრალიტეტი, თურმე, “ქართული ოცნების” ბრძოლისა და შემოქმედების ნაყოფი ყოფილა.

პირველ რიგში, ნეიტრალიტეტის პერსპექტივებზე მგზნებარე კომენტარებს ის გია ვოლსკი გააკეთებს, რომელიც ჩვენს ვიზიტს მოსკოვში ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად აფასებდა და მჭმუნვარე სახით ნატოს უალტერნატივობას ამტკიცებდა. საოცარი თეზისი დაბადეს – აი, ნატოს ღია კარი მარადიულად ღია რომ იყოს და კარში არავინ შეგვიშვას, ესეც დიდი მიღწევააო.

ახლა პირველად ჩემს ცხოვრებაში, მინდა რაღაცა საკუთარ თავზეც ვთქვა: დღეს რომ საქართველოში მშვიდობაა, ამაში არც თუ უმნიშვნელი წვლილი მოსკოვში ჩვენმა- ჩემი და დავით თარხან-მოურავის ვიზიტმაც შეიტანა. ჩვენმა წერილებმა და მიმართვებმა შეიტანეს.

მოსკოვში იმ პერიოდში ვიყავით, როცა ავსტრიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს ხვდებოდა. იქაც მშვიდობაზე იყო ლაპარაკი, მძიმე ლაპარაკი… და ჩვენც (ჩვენი შეხვედრების ფორმატში) მშვიდობისთვის ვშრომობდით. ჩვენი ქვეყნისთვის ვშრომობდით! და ბოლოს, უკრაინაში უბედურება ტრიალებს!

მოღალატეობა ისაა, რაც კოდორსა და ახალგორში მოხდა - ქართული მიწები უომრად გაყიდეს! მშვიდობისათვის ბრძოლა არაა მოღალატეობა. მძიმე დროა. სიფრთხილე და გონიერება გვმართებს! არავის არ უნდა გამოვაყენებინოთ თავი და არ უნდა დავაშლევინოთ ქვეყანა”
– წერს ირმა ინაშვილი.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე პოლიტიკური პარტიის “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებმა ორგანიზაცია “რუსეთის ჯავახკური დიასპორის” პრეზიდენტ აგასი არაბიანთან ერთად რუსეთში ვიზიტი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა საბჭომ გაავრცელა.

პრორუსმა აქტორებმა, მათ შორის, პატრიოტთა ალიანსმა, რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილით 2021 წლის 2 აგვისტოსაც მიმართეს. წერილის სულისკვეთება იდენტური იყო: გალაშქრება ნატოს წინააღმდეგ და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და სოციალურ-კულტურული კავშირების გაღრმავების სურვილი.

ირმა ინაშვილი, ქვეყნის ნეიტრალიტეტის მომხრე რომაა, ეს პრორუსული პარტიის ლიდერს არაერთხელ უთქვამს. პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკას მან სოციალურ ქსელში უპასუხა, სადაც წერს, რომ დროა საქართველო ოფიციალურ კრემლს მშვიდობაზე ესაუბროს. პატრიოტთა ალიანსი, მოსკოვში შეხვედრებს პერიოდულად მართავს.
Print E-mail
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.