SSSS



პოლიტიკა
სამოქალაქო ორგანიზაციები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე განცხადებას ავრცელებენ.
სამოქალაქო ორგანიზაციები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ორგანიზაციები ითხოვენ დაუყოვნებლივ დაუწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და გადაიხედოს ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე შემოსულ პირთა სამართლებრივი სტატუსი.

„ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ვაღიარებთ რა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინასა და საქართველოში ჩაიდინა საერთაშორისო/ომის სამართლით აკრძალული ქმედებები და დღესაც განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, მოვითხოვთ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, საქართველოში რუსი ვიზიტორების შემოსვლის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში, 6400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურმაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი რუსული ექსპორტი, ხოლო რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის მასობრივი შემოდინება ცხადად მიუთითებს, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეებს, თავისუფლად შეუძლიათ, ოკუპირებული საქართველოს გამოყენებით, თავი დააღწიონ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებას.

მიგვაჩნია, რომ საქართველოში შემომავალი რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის კონტროლი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში ჩადენილი ეთნიკური წმენდა, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და რუსეთის ფედერაციის მიერ ხშირად გამოყენებული მიდგომა - საკუთარი მოქალაქეების ე.წ. დაცვის საბაბით, უცხო ქვეყანაში ინტერვენციასთან დაკავშირებით - საკმარის საფუძველს ქმნის სავიზო რეჟიმის დასაწესებლად.

საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაშვება ნებისმიერი ქვეყნის ფართო დისკრეციას მოიაზრებს. ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანას უფლება აქვს, გადაწყვიტოს, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ ქვეყანაში შემოსვლის, გადაადგილებისა და სიკეთეებით სარგებლობის უფლება. გარდა ამისა, აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ოკუპანტი და მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქეებს, შეეზღუდოთ გარკვეული უფლებებით სარგებლობა, რაც თავსებადია ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან.

აქვე მივუთითებთ, რომ პოლიტიკური თავშესაფრისა და ლტოლვილის სტატუსის მიღება აღიარებული და დარეგულირებულია საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტრუმენტებით, რომელთა გამოყენება ხდება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით. შესაბამისად, აღნიშნული წესები ვერ იქნება სავიზო რეჟიმის დაწესების საწინააღმდეგოდ გამოყენებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაუწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და გადაიხედოს ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე შემოსულ პირთა სამართლებრივი სტატუსი“,
- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ორგანიზაციები:

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი; მედიაომბუდსმენი; სირცხვილია; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; თანასწორობის მოძრაობა; უფლებები საქართველო; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG; ევროპის ფონდი; ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო; ობსერვატორია; საფარი; დემოკრატიის მცველები; სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი; საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch); მწვანე ალტერნატივა; დემოკრატიის ინდექსი - საქართველო; პლატფორმა "გამზირი"; ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისის ჯორჯია; არჩილ ჩოფიკაშვილი- სამართლის მაგისტრი, საერთო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მენტორი ადვოკატი, სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის'' დამფუძნებელი წევრი, ა(ა)იპ ,,უფლებები საქართველოს'' (კონსტიტუციის 42-ე მუხლი) იურისტი.
Print E-mail
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.