ზაზა მელიქიძე: ,,საკრებულოს თავმჯდომარე გამოცდილი კადრია"
18:19 / 14.11.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარედ გელა ნოზაძე, ხოლო მის მოადგილედ იოსებ კაპანაძე აირჩიეს.
საკრებულოს 33 დეპუტატიდან სხდომას ორი მათგანი არ ესწრებოდა. ფარული კენჭისყრის დროს 27–მა დეპუტატმა გელა ნოზაძესა და იოსებ კაპანაძეს მისცა ხმა. ორი ბიულეტენი კი გაბათილდა.
გელა ნოზაძე ახალ პოზიციამდე ახალციხის თემის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. 1992 წელს კი სოფელ კლდის თემის საკრებულოში იყო.
იოსებ კაპანაძეც ახალციხის თემისა საკრებულოს დეპუტატი იყო. იგი ჯერ ელიწმინდის ტერიტორიულ ორგანოში რწმუნებული, შემდეგ კი ახალციხის თემის საკრებულოში დეპუტატი იყო.
ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის განმარტებით, გელა ნოზაძე საკმაოდ გამოცდილი კადრია, რის გამოც უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.