ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს მომავალი წლიდან 3 მოადგილე, საშტატო ნუსხით – 115 და ხელშეკრულებით აყვანილი 51 თანამშრომელი ეყოლება. გადაწყვეტილება ახლადშექმნილმა
საკრებულომ პირველივე სხდომაზე დაამტკიცა. ხელისუფლების ამ ნაბიჯს აკრიტიკებს საკრებულოს ოპოზიცია. ,,ევროპული საქართველო"–ს წევრი განმარტავს, რომ ნაციონალური ხელისუფლების მმართველობის დროს, ადგილობრივ ხელისუფლებას საშტატო ნუსხით 97 და ხელშეკრულებით აყვანილი მხოლოდ 5 თანამშრომელი ჰყავდა.
გელა დემეტრაძე ფიქრობს, რომ შტატები ხელოვნურად არის გაზრდილი და შესაბამისად ადმინისტრაციული ხარჯიც ე.წ. ,,ქამრების შემოჭერის" პრინციპს არ ექვემდებარება.
ადმინისტრაციულ ხარჯებში კანონდარღვევასა და თანხების არასწორ გადანაწილებას ვერ ხედავენ მუნიციპალიტეტის მერიაში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტის მუხლები საჭირო კრიტერიუმების გათვალისწინებით დაიგეგმა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი მომავალი წლის საშტატო ნუსხას საჭიროს და აუცილებელს უწოდებს.
ახალციხის მინიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, ხოლო დანარჩენი ორი მოადგილე ალექსი ზედგინიძე და რუბენ კარაპეტიანი იქნებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.