სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მარტს,
11:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 113 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფელ უდეში,
11:30-დან 18:30 საათამდე 848 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კუმურდო, ჩამდურა, კიროვაკანი, ჯივანი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 15:00 საათამდე 330 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფელ დვირში,
15:00-დან 16:00 საათამდე 1724 აბონენტს ახალქალაქში თავისუფლების, ჩკალოვის, მალხასიანის, მიასნიკიანის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.